კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 17-19 ივნისის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 17-19 ივნისის პერიოდისთვის

16 ივნისის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 17 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეროვნულ ვალუტას არასტაბილური პერიოდი ჰქონდა, თვის დასაწყისში გაუფასურების ნიშნებით, რაც შემდგომში გამოსწორდა, თუმცა სხვადასხვა ვალუტასთან მიმართებაში მაინც განსხვავებული იყო. ხოლო ბოლო 2 კვირის განმავლობაში ზოგიერთ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში იყო როგორც მკვეთრი გაუფასურება, ასევე დასტაბილურება და გამყარებაც კი, რაც აშშ დოლართან მიმართებაშიც დაფიქსირდა. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

13 ივნისი – 2.6034;
14 ივნისი – 2.6057;
15 ივნისი – 2.6153;
16 ივნისი – 2.6118.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0029 ლარით და 1 აშშ დოლარი 17 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6089 ლარი.

ივნისის დასაწისშიდან კი ეროვნულ ვალუტის გაუფასურება დაიწყო ევროსთან მიმართებაში ბოლო კვირაში საგრძნობლადაც. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

13 ივნისი – 2.8044;
14 ივნისი – 2.8136;
15 ივნისი – 2.8261;
16 ივნისი – 2.8317.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, თან მნიშვნელოვნად, 0.0248 ლარით და 17 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8565 ლარი.

ამავე პერიოდში სხვადასხვა სიტუაცია იყო დანარჩენ ვალუტებთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა და დაფიქსირდა კონკრეტული სხვაობა წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3368 ლარი (გაუფასურდა 0.0300 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.1102 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.7064 (გამყარდა 0.0008 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5346 ლარი (გამყარდა 0.0042 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.7501 ლარი (გაუფასურდა 0.0013 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9258 ლარი (გაუფასურდა 0.0248 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.6695 ლარი (გაუფასურდა 0.0198 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.1842 ლარი (გაუფასურდა 0.0061 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 7.3241 ლარი (გაუფასურდა 0.0337 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.8523 ლარი (გაუფასურდა 0.0017 ლარით)

მაისის მეორე ნახევარში ლარის კურსის გაუფასურების ტენდენცია დაფიქსირდა რუსულ რუბლთან მიმართებაში, თუმცა ივნისიდან დაიწყო გამყარება, მკვეთრი დინამიკით კი. რაც შეეხება ბოლო კვირას, წინა 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

13 ივნისი – 3.1589;
14 ივნისი – 3.1193;
15 ივნისი – 3.1111;
16 ივნისი – 3.1176.

ეროვნული ვალუტა ბოლოსწინა ვაჭრობაზე გაუფასურების შემდეგ, ბოლო ვაჭრობაზეც მცირედით გაუფასურდა, 0.0062 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 17 ივნისიდან შემდგომი 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.1238 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...