ორშაბათი, ივნისი 30, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითორნიკე რიჟვაძე: 2023 წელსაც აჭარაში მოგზაურების მზარდი დინამიკა...

თორნიკე რიჟვაძე: 2023 წელსაც აჭარაში მოგზაურების მზარდი დინამიკა ფიქსირდება. პირველ კვარტალის მონაცემებით რეგიონში 800 000 ვიზიტი განხორციელდა. +53%-ით გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას ტურიზმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურიზმის აღდგენის დინამიკა აჭარაში უპრეცედენტოა. ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია. 2022 წელს აჭარაში 4 მილიონი ვიზიტი განხორციელდა. 2023 წელს აჭარა კიდევ უფრო წარმატებული სეზონისთვის მოემზადა. საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები საქართველოში 3.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება.

როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმის ნაკადებზე, მათ შორის ტურიზმის დივერსიფიცირებაზე, მინდა აღვნიშნო, რომ ყველგან, სადაც ტურიზმის დეპარტამენტი ახორციელებს შესაბამის მიზნობრივ მარკეტინგულ პროგრამებს და აქტივობებს, არის ყველა ის ქვეყანა, ევროპული სახელმწიფოები, საიდანაც ეხლაც და მომავალშიც გვინდა ბევრი ტურისტი გვყავდეს. აღიარებებიც გვაქვს ევროპული დიაპაზონიდან, ევროპული გამოფენებიდან და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. 2025 წლისთვის, მთავრობის წინაშე დასმული ამოცანა გახლავთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტის მილიარდიანი ნიშნული, და ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ტურიზმის თანმიმდევრულ ზრდას, შესაბამისად 2025 წლისთვის გეგმა გახლავთ 6 მილიონი ვიზიტორი აჭარაში,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.

ბათუმმა, აჭარამ თავი დაიმკვიდრა როგორც საერთაშორისო სწრაფად მზარდმა ტურისტულმა, საინვესტიციო, ბიზნეს მიმართულებამ. ასევე, არაერთმა წამყვანმა მედია პლატფორმამ ბათუმი, აჭარა საუკეთესო ტურისტული მიმართულების ტოპ 10-ში შეიყვანა. წელს, ქალაქის სავიზიტო ბარათმა, ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა მსოფლიო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d’Excellence Awards 2023, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა. საერთაშორისო დაჯილდოება ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაიამიში გაიმართა.

წელს, პირველად ბათუმი World Trawel Awards-ის ევროპის დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც რეგიონს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების, სასტუმროების, ტურ-სააგენტოების, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო მედიის 300-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება. აქტიურად მიმდინარეობს რეგიონის ცნობადობის გაზრდა და ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია 20-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარებს ტურისტული პროდუქტების და ინფრასტრუქტურის განვითარება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“პარტიების ლიდერებს და სინდისის პატიმრებს გაუშვებენ, გაღიმებულ ქოცებს დაგთვლით პოპკორნით ხელში🙏😀” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის ვარაუდები და მოლოდინები: "დიფსთეიტი...

გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში დიდ...

“კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და...

საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რასაც მტკიცე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

“ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი! კადიროვი იტაცებს ასე ხალხს, კადიროვი აწერინებს მათ ვიდეოებს, კადიროვი აშინებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან”...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...