ორშაბათი, ივლისი 7, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კი, "შნურით" არიან მიერთებული. კი, ჩამოდიან ემისრები და...

“კი, “შნურით” არიან მიერთებული. კი, ჩამოდიან ემისრები და ჩამოაქვთ ინსტრუქციები” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს და საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან პირდაპირ კავშირზე საუბრობს:

მეზარება ჩემი ძველი სტატუსების ძებნა ამ თემაზე. ყველაფერში რუსებს ხედავ და ეგეთი კომენტარები. კი, როცა რუსები გმართავენ, რუსები უნდა დაინახო ყველაფერში.

პოზნერის ჩანაწერი უფრო მძიმეა, ვიდრე მხოლოდ ეს დამამცირებელი თავის მართლება.
საქმე სულ სხვანაირადაა.

რატომ დაარბია ივანიშვილმა ხალხი ასე სასტიკად გავრილოვის ღამით?
იმიტომ, რომ გავრილოვი ოფიციალური პირია და იქიდანაც უფრო მკაცრად უთხრეს.
ხოდა, ადგა და დაარბია.

ახლა წარმოიდგინეთ, რატომ გამოგზავნეს კილერები გაბუნიასთვის რუსეთიდან და მხოლოდ შემთხვევით გადაურჩა მკვლელობას.
იმიტომ, რომ იქ პუტინს ეხებოდა საქმე.

და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ზოგს კი არ სჯერა, მაგრამ გვარამიაც იმიტომ ზის ციხეში, რომ რუსებმა მოითხოვეს, თან საჯაროდ. ეგ პატიმრობაც პუტინის თემას უკავშირდება.

სააკაშვილზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, რომ პუტინის ბრძანებით ზის.

ლავროვის ოჯახზე რა ხდებოდა ტელეფონში, წარმოდგენაც არ მინდა.

მთელი ის საუბრები, ანტიდასავლური მთავრობა კი არის, მაგრამ ასე პირდაპირ კი არ იღებენ დავალებს და ეგეთი სისულელეები იქნებ დაივიწყოთ, მათ შორის ოპოზიციაში.

კი, ,,შნურით” არიან მიერთებული. კი, ჩამოდიან ემისრები და ჩამოაქვთ ინსტრუქციები“, – წერს ვახო სანაია ფეისბუქის პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის: მედიაში და სოციალურ ქსელებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და ჩაიკოვსკის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტს შორის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერები გავრცელდა, სადაც საუბარი იყო საბჭოთა/რუს პროპაგანდისტ ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლასა და მის მიმართ სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან მწვავე რეაქციასა და პროტესტის გამოხატვაზე, რასაც ზემოაღნიშნული ორივე თანამოსაუბრე ნეგატიურ შეფასებას აძლევდა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

“ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ პროვინციული და თავისმომჭრელი დიქტატურის დასასრულებლად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

“მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის...

საქარეთველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს, კონკრეტული...

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც” –...

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ...