სამშაბათი, ივლისი 8, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე 13 ივნისზე - გვახსოვს რამხელა დარტყმა...

კახა კალაძე 13 ივნისზე – გვახსოვს რამხელა დარტყმა მიიღო თბილისმა, თუმცა ეს იყო დღე, რომელმაც დაგვანახა, რა ძალა აქვს ერთობას

13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით 13 ივნისის მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
დედაქალაქის მერმა პატივი მიაგო გარდაცვლილთა სულებს და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა მათ ოჯახებს და ახლობლებს:

2015 წლის 13 ივნისი ძალიან მძიმე ასოებით ჩაიწერა საქართველოს და დედაქალაქის ისტორიაში. გვახსოვს, რამხელა დარტყმა მიიღო თბილისმა – ათეულობით გარდაცვლილი ადამიანი, დანგრეული ინფრასტრუქტურა, განადგურებული კონკრეტული ადგილები.

რთულია იმ დარტყმის სიტყვებით გადმოცემა, რასაც ვგრძნობდით ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი. ერთადერთი, რაც ძალიან კარგი იყო, ეს იყო ახალგაზრდების გამოჩენა, ის ერთიანობა და ერთობა, რაც იგრძნობოდა მომდევნო დღეების განმავლობაში.

მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს და ნათესავებს, ასევე, მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ჩართული იყო გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებში. ეს იყო დღე, როდესაც არ არსებობდა დიდი და პატარა. ყველა ვიყავით ერთიანი და საერთო ძალისხმევით ვებრძოდით სტიქიას. ეს იყო დღე, რომელმაც დაგვანახა, რამხელა ძალა აქვს ერთიანობას და ერთობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და თბილისის მერის მოადგილეები – ირაკლი ბენდელიანი, ანდრია ბასილაია და კახაბერ გულედანი.
2015 წელს, ვერეს ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, ხოლო დღემდე დაკარგულად ითვლება 2 პირი.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

“მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის...

საქარეთველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს, კონკრეტული...

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს...

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც” –...

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ...