ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მსგავსი ხისტი გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეებს და ბიზნესს დააზიანებს"...

“მსგავსი ხისტი გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეებს და ბიზნესს დააზიანებს” – ლაშა დარბაისელი

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან 2013 წლამდე წარმოებული ავტომობილების იმპორტი ქვეყანაში იკრძალება. თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ლაშა დარბაისელი. მისი განმარტებით, ავტომობილების სფეროში აღნიშნული ცვლილებები ზიანის მომტანი იქნება:

,,მსგავსი შეზღუდვები, მსგავსი ხისტი გადაწყვეტილებები დააზიანებს:

1. საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა უმეტეს ნაწილს იმის საშუალება და ფუფუნება არ აქვს შეიძინოს და განაბაჟოს 2013 წლის ზემოთ წარმოებული ავტომობილი. მოქალაქეები იძულებულნი იქნებიან შეიძინონ საქართველოში უკვე არსებული და მოძველებული ავტომობილები, რაც ავტოპარკის უფრო მეტად დაძველებას და მწყობრიდან გამოსვლას გამოიწვევს.

2. ბიზნესს, ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან ამ სფეროში, მომიჯნავე სექტორებში, ასევე დაზარალდებიან ადამიანები, რომელთაც ავტომობილები საკუთარი ბიზნეს საქმიანობისთვის სჭირდებათ.

საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის საქონლით საგარეო ვაჭრობის დეკლარირებულ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) მონაცემების მიხედვით უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფში მსუბუქი ავტომობილები (სეს ესნ-ის კოდით 8703) პირველ ადგილს იკავებს. 2022 წელს დარგის წლიურმა სავაჭრო ბრუნვა 2.5 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო აქციზისა და იმპორტის გადასახადის სახით წლიურმა შემოსავალმა სახელმწიფო ბიუჯეტში 239.143 მილიონი ლარი შეადგინა. დარგსა და მომიჯნავე სფეროებში დასაქმებულია ათეულობით ათასობით საქართველოს მოქალაქე.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რასაც აღნიშნული კანონი უახლოეს პერიოდში ჩვენს ქვეყანას მოუტანს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ეკოლოგიური პრობლემა მაინც გადაუჭრელი დარჩება”, – წერს ლაშა დარბაისელი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამაზე უფრო ბინძური სიტყვა ვიდრე “უსამშობლოა” არც კი მსმენია!!!” – თაკო ჩარკვიანი

“ქართული ოცნების” ლიდერების – მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“შეიძლება დააკავონ ყველა პოლიტიკური ლიდერი, მაგრამ ქართველ ხალხს ვერ შეაჩერებენ” – სტრატეგია აღმაშენებელი

"სტრატეგია აღმაშენებელი" ეხმიანება პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისთვის პატიმრობის გადაწყვეტილებების მიღებას...

“ერთი დრო არავის შერჩენია, აუცილებლად დავასრულებთ ამ რეჟიმს…!” – ბესო გაზდელიანი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსმა, ბესო გაზდელიანმა, რამდენჯერმე დაჯარიმების თანხის გადანაწილებაზე სახელმწიფო...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...