ორშაბათი, ივლისი 7, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მორალი და ღირსება არც ასაკთან ერთად მოდის, არც...

“მორალი და ღირსება არც ასაკთან ერთად მოდის, არც არსად მიდის” – ნანა ტოხვაძე როინ მეტრეველთან დაკავშირებით

“მთავარ არხზე” გასულ სკანდალურ რეპორტაჟს, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ, როინ მეტრეველთან მიმართებაში და ამ ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველ, ლევან იოსელიანის ნეგატიურ შეფასებას, სოციალურ ქსელში, ერთგვარი შემაჯამებელი და საპროტესტო ხასიათის პოსტით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე:

კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს“! – როინ მეტრეველზე უკეთ ამ ციტატის კონტექსტი, არსი და პრაქტიკაც ცოტამ თუ იცის საქართველოში, მაგრამ მეცნიერებათა აკადემიის „საქმიანობასთან“ დაკავშირებულმა სიუჟეტმა დაგვარწმუნა, რომ მორალი და ღირსება არც ასაკთან ერთად მოდის, არც არსად მიდის. სამწუხაროდ, ნომენკლატურა კვლავ ძალებს იკრებს განათლებისა და მეცნიერების საზიანოდ.

თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია, რა გზას ვადგებით, როგორც საზოგადოება?! უშედეგოდ ველით როინ მეტრეველის მორალური კომპასის გასწორებას და “დანიშნული თანამდებობიდან” გადადგომას?

თუ ვითხოვთ, რომ მახინჯი სისტემა შეიზღუდოს მორალით თუ არა, შესაბამისი კანონმდებლობით, მაინც?

❌მეცნიერთა აკადემიის ამ ფორმითა და შინაარსით არსებობის აზრს ვერც აქამდე ვხედავდით, მაგრამ რომელიმე მომხდარი ფაქტი ხომ შეიძლება გახდეს მიზეზი რეალური რეფორმირების?!

იქნებ მსჯელობისა და ღია დისკუსიის დაწყება დაგვიანებულიცაა, მაგრამ სირცხვილის მოწმენდის მცდელობად მაინც ჩაითვლება მომავალი თაობის თვალში…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციისთვის: “მთავარი არხის” ჟურნალისტმა, ბექა ყორშიამ, სახუმარო-ირონიული რეპორტაჟი მოამზადა მეცნიერებათა აკადემიის ახლადარჩეულ პრეზიდენტ, როინ მეტრეველთან დაკავშირებით, მასთან სატელეფონო კავშირი დაამყარა და გაეცნო, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი, რა დროსაც თხოვნა-შეთავაზება გააჟღერა, რომ მეცნიერებათა აკადემიას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსი მიენიჭებინათ და “შეთანხმებას მიაღწია”.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

“გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...