პარასკევი, მაისი 3, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 10-12 ივნისის პერიოდისთვის

9 ივნისის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 10 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეროვნულ ვალუტას არასტაბილური პერიოდი ჰქონდა, გაუფასურების ნიშნებით, თუმცა ბოლო კვირაში ლარმა დაიწყო დასტაბილურება და გამყარებაც კი, რაც აშშ დოლარის კურსთან მიმართებაშიც დაფიქსირდა. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

6 ივნისი – 2.6209;
7 ივნისი – 2.6173;
8 ივნისი – 2.6137;
9 ივნისი – 2.6102.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0033 ლარით და 1 აშშ დოლარი 10 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6069 ლარი.

ბოლო 3 კვირის განმავლობაში ეროვნულ ვალუტას არასტაბილური პერიოდი დაფიქსირდა ევროსთან მიმართებაშიც, გაუფასურების დინამიკით, რიგ შემთხვევაში მკვეთრითაც, რაც მეტ-ნაკლებად გამოსწორდა ივნისში. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

6 ივნისი – 2.8023;
7 ივნისი – 2.7992;
8 ივნისი – 2.8001;
9 ივნისი – 2.8005.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0048 ლარით და 10 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8053 ლარი.

ამავე პერიოდში ანალოგიური სიტუაცია იყო სხვა ვალუტებთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა და დაფიქსირდა კონკრეტული სხვაობა წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.2717 ლარი (გაუფასურდა 0.0189 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.1111 ლარი (გამყარდა 0.0006 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.7059 (გამყარდა 0.0009 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5335 ლარი (გამყარდა 0.0019 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.7440 ლარი (გამყარდა 0.0147 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.8901 ლარი (გაუფასურდა 0.0192 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.6555 ლარი (გამყარდა 0.0057 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.1613 ლარი (გაუფასურდა 0.0001 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 7.2245 ლარი (გაუფასურდა 0.0840 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.8675 ლარი (გამყარდა 0.0005 ლარით)

მაისის მეორე ნახევარში ლარის კურსის გაუფასურების ტენდენცია დაფიქსირდა რუსულ რუბლთან მიმართებაში, თუმცა ივნისიდან დაიწყო გამყარება, მკვეთრი დინამიკით. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

6 ივნისი – 3.2276;
7 ივნისი – 3.2238;
8 ივნისი – 3.2075;
9 ივნისი – 3.1830.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0283 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 10 ივნისიდან შემდგომი 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.1547 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული