ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მცდელობა ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან, რომ გამოგონილი, ყალბი...

“მცდელობა ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან, რომ გამოგონილი, ყალბი ნარატივით საქართველო დაეზიანებინათ, უშედეგოა” – ირაკლი ქადაგიშვილი შესაძლო სანქციებზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი კომენტარს აკეთებს სანქციებთან დაკავშირებით დაწყებულ მსჯელობებზე, რა დროსაც საქართველოსთან მიმართებაშიც იყო ყურადღება გამახვილებული:

,,მცდელობა, ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან, რომ გამოგონილი, ყალბი ნარატივით საქართველო დაეზიანებინათ, უშედეგოა იმიტომ, რომ ერთი კონკრეტული ფაქტი არ არსებობს და ეს ფაქტი არ არსებობს იმიტომ, რომ საქართველო შესაბამის პოლიტიკას ატარებს.

საზოგადოება კარგად ვართ შეჩვეული, რომ შეკვეთილი სტატიებით ან გარკვეული პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, როგორ ხდება ხოლმე რაღაცა, ასე ვთქვათ, აღქმის ჩამოყალიბების მცდელობა, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაში.

რამდენი გვაქვს მოსმენილი ქართველი ,,პოლიტიკოსებისაგან“, რომ გამალებით მოუწოდებდნენ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო დაასანქცირეთ. იმიტომ, რომ იარაღს ლამის რუსეთს აწვდისო. ამიტომ ესეც არის ამ კამპანიის ნაწილი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ინფორმაციისთვის: ამერიკული გამოცემა ,,CNBC” სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია უკარინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოში ეკონომიკის ზრდაზე:

,,კავკასიის ქვეყნები, საქართველო და სომხეთი, რომელთა ეკონომიკა უკრაინის ომის შემდეგ მოულოდნელად აყვავდა, რუსეთთან ვაჭრობის ზრდის შემდეგ, დასავლეთის მხრიდან საპასუხო გადაწყვეტილების წინაშე დგანან“, – წერია ,,CNBC“-ის სტატიაში.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას, რადგან ვერ შეძლო თავისი აგენტურის...

„ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ამერიკა ძლიერია როგორც არასდროს და არავის არ შერჩება მისი დაიგნორება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიტიური ემოციური პოზიცია აშშ-სთან...

“სამწუხაროდ, მოძალადე სპორტსმენებს არ მიმართეთ და არ უთხარით, რომ ” მეპურემ თავის საქმე აკეთოსო”...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...