კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"თბილისის მერიამ დააფუძნა "თბილისის თანამედროვე ხელოვნების ფონდი", რომელიც...

“თბილისის მერიამ დააფუძნა “თბილისის თანამედროვე ხელოვნების ფონდი”, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება” – კახა კალაძე

თბილისის მერიამ დააფუძნა „თბილისის თანამედროვე ხელოვნების ფონდი“, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფონდის მიზანი არტისტების ხელშეწყობა და საჯარო სივრცეში მათი თანამედროვე ვიზუალური ნამუშევრების გამოფენაა.

თბილისის ცენტრსა თუ რაიონებში სხვადასხვა ადგილს განვსაზღვრავთ. გამოიყოფა კონკრეტული სივრცეები – მოედნები, პარკები, სკვერები და ა.შ., სადაც განთავსდება ქართველი არტისტების მიერ შექმნილი ნამუშევრები. ეს ხელს შეუწყობს მათი ცნობადობის ამაღლებას. ისეთ ნამუშევრებს კი, რაც ქალაქის იერსახეში ჩაჯდება, დედაქალაქის მერია შეიძენს. შეიძლება, შერჩეულ ადგილებზე ზოგი ნამუშევარი სამი ან ექვსი თვით, ან კიდევ, ერთი წლის განმავლობაში განთავსდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამომავლოდ არტისტების ნამუშევრების გამოფენისთვის პერმანენტული სივრცე – ქანდაკებების ბაღი შეიქმნება.

ნამუშევრები აირჩევა ღია კონკურსის გზით და დროებით, სხვადასხვა საჯარო სივრცეში განთავსდება. სამომავლოდ, აღნიშნული ნამუშევრების გამოფენისთვის ვგეგმავთ, შევქმნათ პერმანენტული სივრცე – ქანდაკებების ბაღი. მინდა, ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას ვთხოვო, მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ საზოგადოებას, შეხვდით ამ დარგის წარმომადგენლებს, აუხსენით, აღნიშნული პროექტის იდეა რაში მდგომარეობს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...