spot_img
მთავარიუცხოეთის ამბებითორნიკე რიჟვაძემ მაიამიში FIABCI-ის უძრავი ქონების ოსკარად წოდებული...

თორნიკე რიჟვაძემ მაიამიში FIABCI-ის უძრავი ქონების ოსკარად წოდებული 73-ე მსოფლიო კონგრესის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში გრძელდება. ქალაქ მაიამიში FIABCI-ის უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესი და FIABCI World Prix d’Excellence Awards 2023 ოფიციალურად გაიხსნა.

კონგრესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქალაქ მაიამი ბიჩის მერ დენ გელბერთან ერთად საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო და გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

კონგრესი ქალაქ მაიამის მერმა დენ გელბერმა, ფლორიდის შტატის 43-ე გუბერნატორმა ჯებ ბუშმა, FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტმა სუზან გრინფილდმა, Miami Realtors-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა ტერეზა ქინგ ქინიმ გახსნეს.

,,განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ FIABCI-ის წლევანდელ საერთაშორისო ღონისძიებაზე ბათუმის საფეხბურთო სტადიონი საჯარო ინფრასტრუქტურის ჯილდოზეა ნომინირებული და დიდი იმედი გვაქვს, რომ სტადიონი ამ დამსახურებულ ჯილდოს მოიპოვებს. ველოდებით შედეგებს”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მაიამი FIABCI-ის უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესს და FIABCI World Prix d’Excellence Awards 2023-ის დაჯილდოვებას 5-9 ივნისს მასპინძლობს, სადაც ბათუმის სტადიონი საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის/კეთილმოწყობის კატეგორიაში ჯილდოზეა წარდგენილი.

FIABCI მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. ღონისძიების ფარგლებში უძრავი ქონების, სამშენებლო და საინვესტიციო საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება. გარდა ამისა, 2023 წლის უძრავი ქონების გენერალური ასამბლეა ჩატარდება.

უძრავი ქონების საერთაშორისო ღონისძიებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინათინ ზოიძე, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებიან.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...