საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში მოსალოდნელ ვიზიტსა და კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრას, პოლიტიკურად აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი და უარყოფს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური დაიბარეს გერმანიაში:
,,სიტყვა ,,დაიბარეს“ არ გამოიყენება არანაირად. ერთი, შეიძლება მხოლოდ მაშინ გამოიყენო, როცა ვინმეს დამცირება გინდა. რეალურად საგარეო ურთიერთობებში, რაც არ უნდა დაპირისპირებული იყოს ურთიერთობები, ვთქვათ 2 ქვეყანას შორის, მაგალითად, როგორიც არის პოლონეთსა და გერმანიას შორის, აქ საუბარია მიწვევაზე, საქმიან ლაპარაკზე, საქმიან ფორმატებზე.
ასე, რომ სიტყვა ,,დაიბარეს“, როგორც კი იტყვი, იმ წუთში იქ შემოდის ,,ფეიკ ნიუსის“ სუნი, რომლითაც აყროლებულია უკვე ის ოპოზიციური ფრთა, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ ,,ფეიკ ნიუსით“ შეუძლია ფონს გავიდეს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე