კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიმაჭახელას ხეობაში, "ეთნოსოფელის" პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების ტურისტული...

მაჭახელას ხეობაში, “ეთნოსოფელის” პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების ტურისტული ცენტრი გაიხსნა

მაჭახელას ხეობაში, „ეთნოსოფელის“ პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების ტურისტული ცენტრი გაიხსნა.

ცენტრის გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრებთან, მაჭახელას ხეობის მოსახლეობასთან ერთად დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ეთნოსოფელი“ ხელს შეუწყობა ტურიზმის განვითარებას, ეკონომიკური აქტივობის ზრდას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

„ეთნოსოფელის“ პროექტი რამდენიმე წელზეა გათვლილი და მისი ბიუჯეტი 30 მლ ლარს შეადგენს. მასშტაბური პროექტი მოიცავს მაჭახელას ხეობაში სხვადასხვა ლოკაციაზე საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას, ისტორიული და ეთნოგრაფიული ძეგლების რეაბილიტაციას და სხვა ტურისტულ-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

„ეთნოსოფელის“ პროექტის ფარგლებში ზედა ჩხუტუნეთის ცენტრის რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტები მომზადდა, უკვე მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა. პროექტით ასევე დაგეგმილია მაჭახელას ხეობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, ასევე ე.წ. „მაჭახელას თოფის გზის“ ფარგლებში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...