კვირა, მაისი 5, 2024

დიდი წივწივა კრწანისის ტყეპარკში

ველური ბუნებიუს ეროვნული სააგენტო გვაცნობებს, რომ აღმოაჩინა დიდი წივწივა კრწანისის ტყეპარკში და საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ფაუნის ამ წარმომადგენელთან დაკავშირებით.

წივწივას სხეულის სიგრძეა 14 სმ-მდე, წონა კი 20 გრამამდეა. დამახასიათებელია მკვეთრი ყვითელი მკერდი და მუცელი და მწვანე ზურგი, ზოგიერთს ქვედა მხარე თეთრი აქვს, ზურგი კი მოცისფრო-რუხი.

ბინადრობს ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ბაღებში, პარკეპში, მდინარისპირა ბარდებში.

ბუდეს აწყობს ფუღუროებში, ნაპრალებში და ხის გადაწეული ქერქის უკან. მასალად იყენებს მწვანე ხავსს, ხმელი ბალახის ღეროებსა და ფოთლებს, შიგ აფენს ბეწვს, ღინღლსა და ბუმბულს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული