კვირა, ივნისი 8, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუ"პრეზიდენტს ესმის, რომ მისმა კონკრეტულმა ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს...

“პრეზიდენტს ესმის, რომ მისმა კონკრეტულმა ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს კონფრონტაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუში კონკრეტულ მოსაზრებას აფიქსირებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შეიწყალა დღემდე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიამენეჯერი, ნიკა გვარამია და რა შანსებია, მომავალში რომ შეიწყალოს:

,,პრეზიდენტის პოზიცია, საერთოდ მისი მოღვაწეობის განმავლობაში, გასაგებია. ის აფიქსირებს თავის შეხედულებებს, მაგრამ კონკრეტულ ქმედებებში არასოდეს არ გადაჰყავს. იმიტომ, რომ ესმის – მისმა კონკრეტულმა ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს კონფრონტაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.

როგორც ჩანს, გარკვეული კომპლექსი ამასთან დაკავშირებით აქვს. თუმცა, ახლა ესკალაციის ხარისხი ისეთია, რომ პრინციპში ვერ გამოვრიცხავთ. თეორიულად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ როგორც კი ბოლო ინსტანციაშიც ნიკა გვარამიას უარი ეთქმევა, უნდა ვივარაუდოთ, რომ უარი ეთქმევა უზენაეს სასამართლოში, ამის შემდეგ კიდევ ერთხელ დადგება მისი შეწყალების საკითხი და თეორიულად ასეთი შესაძლებლობა არსებობს”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შეგვიძლია, 100 მილიონსაც ავცდეთ წლიურ ჭრილში ეკონომიის თვალსაზრისით” – ირაკლი კობახიძე შტატების ოპტიმიზაციაზე

მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი...

“ომი გინდათ?” – ამ კითხვის დამსმელი რეგვენი ქოცი ერთხელ მაინც უნდა გაუშვა ომში! –...

უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებას ახდენს "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი...

“მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი და ვინ გაიმარჯვებს” –...

„მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“თეა წულუკიანო, იცი რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე ოჯახში? იმიტომ რომ სამშობლო არ...

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...