spot_img
მთავარიისტორიული ფაქტები"რასაც "ქართული ოცნების" ლიდერები აკეთებენ, სტრატეგიული მოთმენა კი...

“რასაც “ქართული ოცნების” ლიდერები აკეთებენ, სტრატეგიული მოთმენა კი არა სტრატეგიული დათმობა და ღალატი ჰქვია!” – პაატა მანჯგალაძე

NATO-სთან მიმარეთებაში, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავას კონფერენციაზე გამოთქმულ მოსაზრებებს და მასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” ლიდერების შეფასებებს მწვავე პოზიცით, ასევე კონკრეტული ისტორიული ფაქტების შეხსენებით და განმარტებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პარლამენტის წევრი, პაატა მანჯგალაძე:

რუსეთისთვის NATO ზუსტად ისეთივე გამაღიზიანებელი ფაქტორია, როგორც პოლიციელი ყველა მოძალადისთვის და ამ შემთხვევაში ღარიბაშვილის, კობახიძის და მდინარაძის მავნებლურ ლოგიკას თუ გავყვებით, მსხვერპლი ახდენს მოძალადის პროვოცირებას იმით, რომ მოძალადისგან თავის დაცვას პოლიციელით ცდილობს.

სად გაიზარდეთ?! მართლა ვერ ხვდებით რას ლაპარაკობთ და როგორი რუსული საქმეა ამის საუბარი? თუ თავს ისულელებთ?!

არ გრცხვენიათ? რას ამბობთ, 1993 წელს იმიტომ შევიდნენ რუსები სოხუმში, რომ NATO-ში შედიოდა საქართველო?! საერთოდაც, სამაჩაბლოში კონფლიქტი კომუნისტების პირობებში დაიწყო რუსების პროვოცირებით, ან თუნდაც 1921 წელს ნეიტრალიტეტ გამოცხადებული საქართველოს დაპყრობა NATO-თი ,,პრავდება”?!

კარგი, ვთქვათ და სახელმწიფოებრივ წარმონაქმნზე ბრაზდება რუსეთი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია რატომ გააუქმეს, ტაძრები რატომ გადაღებეს თეთრად და საერთოდაც, ბოლოს სამოცდაათამდე ნახევრად მოქმედ ეკლესიამდე დაიყვანეს რუსებმა, ესეც NATO-ს გამო იყო?

ქართულ ენას რატო აუქმებდნენ? ქართველ პატრიოტებს რატომ გვიკლავდნენ? რატომ მიდიოდა გამალებული რუსიფიკაცია? რომ მომავალში ნატოში არ შევსულიყავით?

რას ამტკიცებთ, თქვენი ამოცანა პუტინის გულის მოგება და არ გაღიზიანებაა, თუ საქართველოს ინტერესების გატარება? პუტინი „ნატო“-ზე მეტად გაღიზიანებულია საბჭოთა კავშირის დაშლაზე და გეოპოლიტიკურ კატასტროფას ეძახის ამას, საერთოდ არ აღიარებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიაზე შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენულ უფლებას და კვლავაც რუსეთის ექსკლუზიურ გავლენის სფეროდ მიაჩნია. საერთოდ არ მოსწონს ერთიანი საქართველოს იდეა და მის ადგილზე სამ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს ხედავს.

ზოგადად აღიზიანებს ქართველი, საქართველოს თავისუფლება და რა ვქნათ? დავნებდეთ და ბაბაია ვეძახოთ?! ეს არის თქვენი ქოცური პატრიოტიზმი? იმას, რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები აკეთებენ, სტრატეგიული მოთმენა კი არა სტრატეგიული დათმობა და ღალატი ჰქვია!“ – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“გორში მომხდარ ძალადობაზე თავად “ოცნების” რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას – კრიმინალური, სისტემური,...

ელენე ხოშტარიას 4-პუნქტიანი განმარტებები გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით: "გორში მომხდარ...

“ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია” – კახა კალაძე ირაკლი კუპრაძეს

„ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...