ორშაბათი, ივლისი 7, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითინათინ ბოკუჩავა: საქართველომ იცვალა საგარეო კურსი და მიმდინარეობს...

თინათინ ბოკუჩავა: საქართველომ იცვალა საგარეო კურსი და მიმდინარეობს ქვეყნის რუსიფიკაცია

მთელი მსოფლიო ხედავს, რომ რუსული ოცნების ხელით საქართველომ იცვალა საგარეო კურსი და მიმდინარეობს ქვეყნის რუსიფიკაცია. დაუყოვნებლივ გამოცხადდეს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილი და განუმარტოს საზოგადოებას რა პირობებით საუბრობს მტერთან ქართველი ხალხის ზურგს უკან მისი მთავრობა“, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ფრაქციის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლა და რუსეთთან ფრენების აღდგენის და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პასუხის გაცემა მოითხოვა:

ვლადიმერ პუტინმა პირადად დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ზურგს უკან, მოღალატეობრივად, მალულად აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუსეთის ფედერაციასთან და რომ სწორედ ქართული მხარის დაჟინებული თხოვნით, საპასუხოდ მიიღო მან პირადად ფრენების აღდგენის და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება.

ვინ აწარმოებდა ფარულ მოლაპარაკებებს მტერთან, ვინ არის ეს პირი ან პირთა წრე, ვინც ქართველი ხალხის ზურგს უკან აწარმოებს მოლაპარაკებებს მტერთან, რა დათმო საქართველოს ხელისუფლებამ სანაცვლოდ, სხვა რა საკითხები განიხილებოდა ფარულ მოლაპარაკებებზე ოკუპანტთან?“, – საპარლამენტო უმრავლელობას მიმართავს თინათინ ბოკუჩავა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“რუსული რეჟიმი დაემხობა და ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება!” – ნინო...

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მწვავე შეფასებებს აძლევს ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...