ფეისბუქის საკუთარი გვერდის მეშვეობით უმძიმეს გზავნილს ავრცელებს პატიმრობაში მყოფი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებაში:
“დოჰას შემდეგ, საქართველოს პრემიერმა უარესი – ბრატისლავის კატასტროფა მოაწყო. ღარიბაშვილის განცხადებები არის საქართველოს ეროვნული ინტერესების და ისტორიის ნათელი მხარის ღალატი. მოღალატეების ფეხქვეშ კი მიწა უნდა იწვოდეს!” – აცხადებს ნიკა გვარამია.