ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაქართველოში ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაში შედის, წელს ციტრუსის...

საქართველოში ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაში შედის, წელს ციტრუსის მოსავალი მაღალი ხარისხისაა – ლევან დავითაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნარინჯისფერი რთველის აქტიურ ფაზაში შესვლისა და ციტრუსების გასაღების ბაზრების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას:

მიმდინარე წლის 20 ნოემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 1,658 ტონა შეადგინა.

წლევანდელი მოსავალი კარგი ხარისხით გამოირჩევა, რაც ექსპორტისა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის შესაძლებლობას ზრდის.

ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია:

• რუსეთი (905.7 ტ)
• სომხეთი (467.7 ტ)
• უკრაინა (221.9 ტ)
• ლატვია (40.6 ტ)
• აზერბაიჯანი (22.0 ტ)

ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა.

საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, ფუნქციონირებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზიც (1501).

„ნარინჯისფერი რთველი მალე აქტიურ ფაზაში შევა. პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევს კოორდინაციას. მოსავლის დაბინავებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წელს მაღალი ხარისხის მოსავალს ველოდებით. შესაბამისად, ფერმერები პროდუქციის რეალიზაციას მაღალ ფასში შეძლებენ. ვფიქრობთ, ფერმერებისთვის წარმატებული წელი იქნება. მოსავლის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, არასტანდარტული მანდარინი იქნება უფრო ცოტა, თუმცა გადამმუშავებელი საწარმოები მზად არინ პროდუქციის მისაღებად.

რაც შეხება საექსპორტო ბაზრებს, ტრადიციული ბაზრებია რუსეთი და უკრაინა. მნიშვნელოვანია, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გაჩნდა ინტერესი ბელორუსის მხრიდან. იმედი მაქვს, დალაგდება ლოგისტიკური საკითხები და ქართული მანდარინი ბელარუსის ბაზარზეც დაიკავებს თავის ადგილს.

ჩვენი პროდუქცია კონკურენტუნარიანია. შეფუთვა, სწორად მიწოდება – ამ მოთხოვნებს უკვე ვაკმაყოფილებთ. დღეს ქართული მანდარინი თანამედროვე, დადგენილი სტანდარტით არის ბაზაზე წარმოდგენილი. შარშან გვქონდა საცდელი პარტიების წარმატებული ექსპორტი პოლონეთში, სპარსეთის ყურისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ექსპორტის ეს მიმართულებები ვერ ჩაანაცვლებს არსებულ ბაზრებს, თუმცა, სამომავლოდ იქნება მზარდი და დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ოცნება” ყველანაირად ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას, მაგრამ ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებენ უბრალო ვიზიტებით და მოგზაურობებით

“ოცნება” ყველანაირად ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას, მაგრამ ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებენ...

“მხოლოდ სრულად გამამართლებელი განაჩენი იქნება იმის ინდიკატორი, რომ ჯვებე ცირკში აღარ მუშაობს” – ზურაბ...

მორიგი წერილი გამოგზავნა საპატიმროდან ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, სადაც კონკრეტული...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ივანიშვილის ფულის გამო ადამიანებს სხვა ქვეყნებიდან იტაცებენ” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრია დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სტატუსს აქვეყნებს, სადაც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...