spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიშსს უხეშად არღვევს ბექა გრიგორიადისის შეკრებისა და გამოხატვის...

შსს უხეშად არღვევს ბექა გრიგორიადისის შეკრებისა და გამოხატვის უფლებას

GDI ეხმაურება პოლიციის მიერ ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისისთვის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უხეშ, ძალადობრივ დარღვევას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პატივი სცეს ადამიანის უფლებას – მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში ტროტუარზე ან სკვერში განათავსოს კარავი.

გუშინ ღამით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისის მამას, ბექა გრიგორიადის პოლიციამ პარლამენტის უკან მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის მიზნით კარვის გაშლის უფლება არ მისცა. სამინისტროს წარმომადგენლებმა ბექა გრიგორიადისს კარავი ძალის გამოყენებით წაართვეს.

საქართველოს კონსტიტუცია იცავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი პროტესტი და განსხვავებული აზრი. პროტესტის დროს კარვების გამოყენება ისტორიულად ეფექტური საშუალება იყო აქტივისტებისთვის საზოგადოების ყურადღების მისაქცევად და საკუთარი პროტესტის გამოსახატად.

,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მე-11 პრიმა მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: ,,დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/დასაგნებით გადაკეტვა.“

კანონი კრძალავს კარვის, სხვაგვარი კონსტრუქციის ან საგნის ტრანსპორტის სავალ ნაწილზე განთავსებას, რაც გამოიწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას ან/და შენობის შესასვლელის ბლოკირებას. კანონი არ კრძალავს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას კარვის ტროტუარზე – ფეხით მოსიარულეთა ადგილზე განთავსებას, ტროტუარზე კარავის დადგმის მეშვეობით პროტესტის გამოხატვა, არათუ კანონით აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს, არამედ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების შემადგენელი ნაწილია. ტროტუარზე კარვის განთავსება კონსტიტუციური უფლების ნაწილია, თუკი ამით არ ხდება ადმინისტრაციული ორგანოს პარალიზება ან მისი ნორმალური საქმიანობისთვის ხელშეშლა.

გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ აქციის მონაწილეები გეგმავდნენ კარვის დადგმას, არა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, არამედ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე/სკვერში. ამგვარად, პოლიციის მიერ აქციის მონაწილეებისთვის კარვის ჩამორთმევა იყო უკანონო და მიზნად ისახავდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.

ინფორმაციას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზარი და მიმოწერა ისევ აკრძალული აქვს. დედას ხმა გამაგონეთ❗️” – მარიამ ხარშილაძე, ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით,...

“ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს” – კახა კალაძე

„ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც...

“ორშაბათს სააპელაციო სასამართლომ უნდა უპასუხოს მთავარ კითხვას: არსებობს ამ ქვეყანაში ელემენტარული სამართალი” – ნინი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

“იქნებ საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?” – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს...

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...