ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: თუ გენგეგმით მიწის ნაკვეთის სტატუსი გაუარესდა,...

კახა კალაძე: თუ გენგეგმით მიწის ნაკვეთის სტატუსი გაუარესდა, თბილისის მერია ვალდებულია, გამოისყიდოს მიწა ან მოახდინოს ადგილმონაცვლეობა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული სიუჟეტი, სადაც ოპოზიცია თითქოს, ამხელს თბილისის მერიას კორუფციულ გარიგებებში, არის სრული ტყუილი. ამის შესახებ მან მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

მისი განმარტებით, მოქალაქე შალვა ქვრივიშვილის საქმეში არანაირი კორუფციის კვალი არ იკვეთება. ეს არის სტანდარტული შემთხვევა – როდესაც მიღებული გენგეგმით ხდება მიწის სტატუსის გაუარესება, თბილისის მერია პირდაპირ ვალდებულია, გამოისყიდოს მიწა ან მოახდინოს მისი ადგილმონაცვლეობა:

როდესაც გენგეგმით ხდება მიწის ნაკვეთის სტატუსის გაუარესება, დედაქალაქის მერია პირდაპირ ვალდებულია, ან გამოისყიდოს არსებული მიწა ან მოახდინოს ადგილმონაცვლეობა, რომ კერძო მესაკუთრეს პრობლემა არ შეექმნას და პირობები არ გაუუარესდეს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც მესაკუთრეს გაუუარესდა მიწის სტატუსი. არსებულ ნაკვეთზე ის შენობა-ნაგებობას ვეღარ ააშენებდა. ამიტომაც მოხდა ამ მიწის მონაცვლეობა. მსგავსი შემთხვევები ბევრი ხდება, სადაც თბილისის მერია ვალდებულია, გამოისყიდოს ან სტატუსი შეუცვალოს ნაკვეთს“, – განმარტა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მიხეილ ყაველაშვილმა ანზორ ჩუბინიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

“კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და...

საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რასაც მტკიცე...

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...