შაბათი, ნოემბერი 8, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა"რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იწვევს პოლიტიკურ დამოკიდებულებას" - ნიკა...

“რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იწვევს პოლიტიკურ დამოკიდებულებას” – ნიკა ჩიტაძე

საერთაშორისო სწავლების კვლევითი ცენტრის დირექტორი, ექსპერტი საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუში საუბრობს, თუ რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება და პირდაპირი ფრენების აღდგენა:

,,რუსეთი ცდილობს ქართული საზოგადოების გულის მოგებას, რადგანაც რუსეთმა ნათლად დაინახა ის ფაქტი, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა 2017 წელს დააწესა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, უფრო მეტად გაიზარდა საქართველოს ევროკავშირში შესვლის მხარდამჭერთა რიცხვი, პროცენტული მაჩვენებელი. რაც გამოვლინდა იგივე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევებში, სადაც მოსახლეობის თითქმის 90% საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მხარს უჭერს, ხოლო 87% რუსეთს მტრად თვლის.

რუსეთის მიზანი, პირველ რიგში, იყო საქართველოში გაეზარდა მისდამი კეთილგანწყობილთა რაოდენობა. ამის გამო სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის აღადგინა.

ჩვენ ვიცით, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვის მოცულობამ 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა. 60% ქართული ალკოჰოლური პროდუქციის რეალიზება რუსულ ბაზარზე ხდება, ხოლო საწვავის 85%, რომელიც საქართველოში შემოდის, არის რუსეთიდან. შესაბამისად, რუსეთის გადაწყვეტილება არის მორიგი სატყუარა საქართველოსთვის, რადგან ეს გაზრდის მასზე დამოკიდებულებას, თუნდაც, იგივე ფრენების აღდგენა, სატრანსპორტო და ეკონომიკური დამოკიდებულება.

საქართველო რუსეთზე დამოკიდებული ხდება და ეს გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის. რუსეთის ნდობა არ შეიძლება არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური თვალსაზრისით.

უფასო სადილები არ არსებობს. რუსეთი ცდილობს რბილი ძალის პოლიტიკით, ე.წ. თაფლაკვერის პოლიტიკის გამოყენებით როგორმე ქართული საზოგადოების კეთილგანწყობა მოიპოვოს და საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება გაზარდოს.

საერთო ჯამში ფრენების აღდგენა საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა იმდენად დიდ ეფექტს ვერ მოახდენს, როგორც ეკონომიკური კავშირების განმტკიცება რუსეთთან.

საბოლოო ჯამში, ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე იწვევს პოლიტიკურ დამოკიდებულებას. ბუნებრივია, რუსეთი სანამ არის მტერი საქართველოსთვის, არ არის სასურველი ახლო კავშირების დამყარება”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ძალიან დარცხვენილები იყვნენ პროკურორები, რომლებიც მესტუმრნენ “ზვიგენის სელფის” საქმეზე ბრალის წარსადგენად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პროკურატურამ ოპოზიციონერ ლიდერებზე სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაიწყო,...

“ვინც პრო&ი ბავშვივით იჭიჭყინებს და “მე”-დან “ჩვენ”-ზე არ გადავა, აუთსაიდერი იქნება” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“ქოც ტროლებზე დაკვირვება ჩემთვის სახალისო თავშესაქცევი გახდა” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს ტროლებთან დაკავშირებით და...

“ასეთი აბსურდული და სასაცილოდ პათეტიკურია ამათი ბრძოლა ოკუპაციასთან” – ნინო წილოსანი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“50 000 ადამიანი რომ შევთანხმდეთ და კვირაში ერთხელ ვიმორიგეოთ საღამოს რუსთაველზე, უბრალოდ ვერავის ვერ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი თვეების განმავლობაში რუსთაველის...

მორჩა თქვენი მორალური უპირატესობა, ქოცებო‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ორი ხელისუფლების თავდაცვის...

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...