კვირა, ოქტომბერი 26, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის სააკაშვილის ხელისუფლების ღია და ფარული მოალაპარაკება,...

“ეს არის სააკაშვილის ხელისუფლების ღია და ფარული მოალაპარაკება, რაც მას ჰქონდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პუტინის ხელისუფლებასთან” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს და განმარტავს, თუ რა თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე და რა იგულისხმებოდა იმაში, რომ არაერთხელ იყო თხოვნა საქართველოს მხრიდან უვიზო მიმოსვლაზე:

,,რეალურად, პუტინმა თქვა ასეთი რამ, რომ გაუკვირდა პროტესტი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თავად ითხოვდნენ ასეთ ნაბიჯს [სავიზო რეჟიმის გაუქმებას]. პროტესტი ჩვენი მხრიდან არ იყო გამოხატული. როგორც მოგეხსნებათ, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი ფრენების აღდგენა. ეს იყო ჩვენი პოზიცია.

როდესაც პუტინი საუბრობდა იმაზე, რომ ვინც ითხოვდა თავის დროზე ფრენების აღდგენას, უვიზო რეჟიმს, ის აპროტესტებს ამ ყველაფერს – გულიხმობდა, როგორც ჩანს, ,,ნაცმოძრაობას“. ჩვენ გვახსოვს, რომ თავის დროზე ,,ნაცმოძრაობა“, როცა იყო ხელისუფლებაში, აქტიურად ითხოვდა ფრენების აღდგენას – 2009 წელზე მაქვს საუბარი.

მან თქვა, რომ გაუკვირდა პროტესტი იმათი მხრიდან, ვინც ამას ითხოვდა. ჩვენ არ გაგვიპროტესტებია.

რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 1 წლის თავზე, სააკაშვილი აქტიურად მუშაობდა იმისათვის, რომ აღდგენილიყო პირდაპირი ფრენები და რუსეთს უვიზო მიმოსვლა დაეწესებინა. უფრო მეტიც, მაშინ სააკაშვილმა რუსეთ-საქართველოს ომიდან მალევე, სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს ცალმხრივად გაუუქმა.

ეს არის სააკაშვილის ხელისუფლების ღია და ფარული მოალაპარაკება, რაც მას ჰქონდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პუტინის ხელისუფლებასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის, იმდენ ადამიანს ჩამოხსნა ნიღაბი🙌🙌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს...

“საქართველოში წარმოდგენილი აგენტურის მიზანი არის ქვეყნის დაზიანება” – ეკა სეფიაშვილი

პარტია "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა სეფიაშვილი ოპონენტებს ქვეყნის...

“როცა ვამბობდი მოღალატეები არიან მეთქი, ახლა არ გვინდა ერთობას ვაზიანებთო” – ბაჩანა შენგელია

პარტია "გახარია საქართველოსთვის" გადაწყვეტილებას, შეუდგეს საპარლამენტო საქმიანობას, მწვავე შეფასებებით...

“მე ვერაფრით ვიგებ რუსთაველის გადაკეტვის პანაცეას, როდესაც ამდენი ადამიანი ციხის პატიმრობისთვის ხდება განწირული” –...

საპროტესტო აქციების დროს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის მთავარ მიზანთან დაკავშირებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“2 უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ფრონტზე მოსალოდნელ სერიოზულ...

“ამ ბოლო დროს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ველოდი, რა იქნებოდა რუსეთიდან გადადგმული შემდეგი ნაბიჯი...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი, სოციალურ ქსელში, საფრთხისშემცველი...

“ბედის ირონიაა და უბედურების ნიშანია, როცა პროკურატურა ღარიბაშვილის გირაოს გვამცნობდა, პარალელურად რეჟიმი დაგეშილი ხალხს...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა შედარება-შეფასებებს ახდენს ყოფილი პრემიერის, ირაკლი...