spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ირაკლი კობახიძეს, პროტოკოლის მიხედვით, გუშინდელ ღონისძიებაზე დასწრების ვალდებულება...

“ირაკლი კობახიძეს, პროტოკოლის მიხედვით, გუშინდელ ღონისძიებაზე დასწრების ვალდებულება საერთოდ არ ჰქონდა!” – ბონდო მძინარაშვილი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 26 მაისის ღონისძიებას არ დასწრებია. ფაქტმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში, იყო მწვავე შეფასებებიც. აღნიშნულთან დაკავშირებით ერთგვარ “პროტოკოლურ” განმარტებებს აკეთებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი:

ირაკლი კობახიძე აღლუმს რატომ არ დაესწრო და აუზზე რატომ წავიდაო!

როცა პარლამენტის თავმჯდომარე იყო, აღლუმსაც ესწრებოდა და მიღებებსაც, სიტყვითაც გამოდიოდა, მაგრამ დააყენეთ?! გადადექი, გადადექიო და, – გადადგა!

სადღესასწაულო ღონისძიებებს ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, კომიტეტების თავმჯდომარეები, ანუ პარლამენტის თანამდებობის პირები!

ირაკლი კობახიძე ახლა პარტიის თავმჯდომარეა და, პროტოკოლის მიხედვით, გუშინდელ ღონისძიებაზე დასწრების ვალდებულება საერთოდ არ ჰქონდა! არც დასწრებია გადადგომის შემდეგ, აგერ უკვე მეოთხე წელია!

უქმეებზე კი, უნდა აუზზე წავა და უნდა – ტყეში გაისეირნებს!

და ეს ძალიან კარგად იციან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა!

ეს სტატუსი ირაკლი კობახიძის დასაცავად არ დამიწერია, იმის ახსნას ვცდილობ, რომ როცა ადამიანის სადღაც ყოფნის ვალდებულება და აუცილებლობა არ არსებობს, ის ადამიანი მიდის იქ, სადაც სურს!

ხოლო იმ პარლამენტარებმა, ჩაჩაჩულ წინდებს ენით რომ ისწორებთ, პარლამენტის შესასვლელთან იმორიგევეთ და აღრიცხეთ, აცდენს თუ არა ირაკლი კობახიძე სასესიო და საკომიტეტო სხდომებს!
მაგრამ არ იზამთ, – მშვენივრად იცით, რომ არ აცდენს… თქვენგან განსხვავებით!

არ აცდენს, რადგან, ასევე თქვენგან განსხვავებით, მისთვის ეს სამსახურია და კარგად იცის, რომ სამსახურში უნდა გამოცხადდეს!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბევრ სისულელეს ვისმენთ ტელეეკრანებიდან დენის ტარიფებთან დაკავშირებით” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე დენის ტარიფთან და...

“🐶 ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით, ქვეყანში შემუშავებულია პროგრამა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც ცხოველების დაცვა,...

საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა და პროტესტი გამოიწვია უმძიმესი ინფორმაციები გავრცელებამ...

“როგორი უძიროა და მავნე ეს წმინდა კრეტინიზმი!..” – ლაშა ბუღაძე

4 აპრილს სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ ცხოველთა უფლებადამცველების საპროტესტო აქციაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...