spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისახეზე გვაქვს სრულიად ახალი პროცესი - წინააღმდეგობის არაძალადობრივი...

სახეზე გვაქვს სრულიად ახალი პროცესი – წინააღმდეგობის არაძალადობრივი კამპანია – ხათუნა ლაგაზიძე

ხელისუფლების ჩანაფიქრზე, ოპოზიციის განსხვავებულ ტაქტიკასა და წინააღმდეგობის არაძალადობრივი კამპანიის ახალ პროცესზე საუბრობს პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე:

ეს დღეები თბილისში არ ვიყავი და ფიქრის დრო მქონდა: მთავარი კითხვა, რაზეც პასუხს ვეძებდი იყო შემდეგი – რაზე ითვლიდა ხელისუფლება, როცა პროპორციულ საარჩევო სისტემას აგდებდა, რა რეაქციას ელოდა ოპოზიციიდან და შესაბამისად – რას გეგმავდა შემდეგ ნაბიჯად? მან ხომ კარგად იცოდა, რომ ოპოზიციისგან შემხვედრი რეაქცია იქნებოდა?

ლოგიკურად ჩანს, რომ ხელისუფლება ოპოზიციისგან ელოდა საპასუხო აგრესიას, ძალადობრივ აქტებს პარლამენტთან, თავპირისმტვრევას, რასაც დიპლომატიურ კორპუსთან – ქვეყნის გარეთ და შუაშისტ ამომრჩეველთან – ქვეყნის შიგნით გააფორმებდა, როგორც გადატრიალების მცდელობას, რომელიც:

1. დესტაბილიზაციას გამოიწვევდა რეგიონში;

2. ფორას მისცემდა რუსებს;

3. შესაბამისად, დააფრთხობდა დასავლეთს;

4. აიძულებდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ შეგუებოდნენ „ოცნების“ მმართველობას, როგორც ნაკლებ ბოროტებას, როგორც სტაბილურობის გარანტორს მოძალადე და გადამტრიალებელი ოპოზიციის საპირწონედ.

პროპორციული არჩევნების ჩაგდებაც, „ოცნების“ ხელისუფლებაში უვადოდ და უალტერნატივოდ დარჩენაც და ამომრჩევლის და დასავლელი პარტნიორების „გადაგდებაც პრავდებოდა“ მოძალადე და გადამტრიალებელი ოპოზიციის ფონზე.

შედეგად რა მიიღო ხელისუფლებამ?! დაწვრილებით ხვალ მოგახსენებთ. დღეს კი მოკლედ გეტყვით, რომ მოლოდინის საწინააღმდეგოდ, „ოცნებამ“ საპასუხოდ მიიღო არაძალადობრივი და არააგრესიული წინააღმდეგობის კამპანია, რომლის მონაწილეებს სასამართლოში ბრალსაც კი ვერ უმტკიცებენ, შესაბამისად ხალხსაც ვერ იჭერენ არარასებული ბრალდებების გამო.

სახეზე გვაქვს სრულიად ახალი პროცესი – წინააღმდეგობის არაძალადობრივი კამპანია, რომელიც მშვიდობიანად აიძულებს ხელისუფლებას პარლამენტის ბიუროები და სესიები სპეცრაზმის თანხლებით ატაროს.

მოკლედ, კითხვა მაქვს თბილისში მყოფ და პროცესში აქტიურად ჩართულ მეგობრებთან: ვინ იყო ამ ახალი პროცესის – არაძალადობრივი პროტესტის ავტორი და ინიციატორი?! წინააღმდეგობის ეს ახალი ფორმა – ხელისუფლებაზე ზეწოლის არაძალადობრივი, მაგრამ უწყვეტი კამპანია, ახალი, ცივილური სიტყვაა ქართულ პოლიტიკაში და იმედი მაქვს – შედეგიანი,” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ხათუნა ლაგაზიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ბოლო წლინახევრის სტრატეგია – უარი ვთქვათ საარჩევნო და საპარლამენტო მეთოდებზე და მხოლოდ ქუჩით და...

საზოგადოებაში გავრცელებულ ცალკეულ მოსაზრებებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს განათლების...

“კობახიძე გვეუბნება, სანამ ჩვენი მოსაწონი პოლიტიკური ძალა არ იქნება ოპოზიციაში, მანამდე დემოკრატიას ნუ მომთხოვთო”...

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი, ოპოზიციასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო:...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან,...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...