ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“ის არის “ქილერი” რომელსაც შეუძლია ხელი მოაწეროს მილიონი ადამიანის დახვრეტას წარბშეუხრელად” – გია ხუხაშვილი ირაკლი კობახიძეზე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისებას არ ესწრებოდა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. ფაქტს კონკრეტული შეფასებებით გამოეხმაურა ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი:

რატომ არ მივიდა კობახიძე ღონისძიებაზე?

პასუხი, ჩემის აზრით, საკმაოდ მარტივია – ის მოერიდა სალომე ზურაბიშვილთან ახლო კონტაქტს.

ეს დამახასიათებელია პოლიტიკური სოციოპატისთვის, რომელსაც შეუძლია ყველაფერი თქვას და გაუკეთოს ადამიანს დისტანციაზე, მაგრამ უკიდურესად მხდალია პირდაპირ კომუნიკაციაში

ის არის “ქილერი” რომელსაც შეუძლია ხელი მოაწეროს მილიონი ადამიანის დახვრეტას წარბშეუხრელად, მაგრამ შინაგანად იმდენად სუსტია, რომ თუნდაც ერთი მსხვერპლისთვის თვალებში ჩახედვის საშინლად ეშინია…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული