ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

“მადლობა ჩვენს გმირ წინაპრებს, ვისი მეოხებით და ბრძოლითაც მოვიპოვეთ თავისუფლება” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პარლამენტის დეპუტატი პაატა მანჯგალაძე:

გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ათასწლეულების მანძილზე დიდი ფასი გადავიხადეთ იმისთვის, რომ გვეამაყა ჩვენი ერით და სახელმწიფოთი. მადლობა ჩვენს გმირ წინაპრებს, ვისი მეოხებით და ბრძოლითაც მოვიპოვეთ თავისუფლება.

საქართველოს, ჩვენს თავისუფლებას მუდმივი დაცვა სჭირდება. 1918 წლის 26 მაისს, ჩვენ ხელახლა მოვიპოვეთ თავისუფლება მაგრამ 1921 თებერვალში ვერ დავიცავით. ვიყოთ ფხიზლად გამარჯვება ახლოსაა, საქართველო იქნება ერთიანი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

დღეს ასევე ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღეა!

დიდება გმირებს! დიდება საქართველოს!

არა ქოცობას, არა ღალატს!” – პაატა მანჯგალაძე,

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული