პარასკევი, აპრილი 26, 2024

“ვინმემ გააჩერეთ კალაძე, ამას დღეს ძალიან ბანძი ანტიდასასავლური მესიჯები შეხვდა” – პაატა მანჯგალაძე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადება/პრეტენზიას ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პარლამენტის დეპუტატი პაატა მანჯგალაძე:

ვინმემ გააჩერეთ კალაძე, ამას დღეს ძალიან ბანძი ანტიდასასავლური მესიჯები შეხვდა.

ჯერ თქვა ევროპაზე და ნატოზე წინ ტერიტორიული მთლიანობა წერიაო, თან ისე, რომ ცოცხალი თავით არ ახსენა ვის მიერ არის ოკუპირებული საქართველო.

ეხლა ევროპას ედავება, ერზე მჭმუნვარე დიდი პატრიოტივით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რატომ არ იყო სანქციებიო?

კახი, ევროპამ და ამერიკამ ერთხმად აღიარეს, რომ 2008 წლის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისას უნდა დაგვედო სანქციები რუსეთისთვისო, შევცდითო, მოძალადესთან თანამშრომლობა ახალისებს აგრესიასო.

შენ და შენს მთავრობას კი ამ დროს და ამ ახალ რეალობაში გაქვთ გაცხოველებული ურთიერთობა რუსეთთან, რაც უკვე არა შეცდომა, არამედ მტერთან პირდაპირი კოლაბორაციაა…

აღარ გააგრძელო, არავის შერჩენია ეს!“ – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული