კვირა, მაისი 19, 2024

“იმ ხალხს რა ვუთხარი მე, ბილეთს რომ იყიდის და ამ კონცერტზე წავა, მერე საქართველოში ამათ ჩამომყვანს!” – პაატა მანჯგალაძე

მოძრაობა ,,სირცხვილია“ სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ რუსული ცეკვის ანსამბლი საქართველოშია. თემასთან დაკავშირებით მწვავე შეფასებას აკეთებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე:

,,იმ ხალხს რა ვუთხარი მე, ბილეთს რომ იყიდის და ამ კონცერტზე წავა, მერე საქართველოში ამათ ჩამომყვანს!

ეს არის ე.წ. რბილი ძალა, რომ თითქოს ხალხთა შორის მეგობრობა, ურთიერთობა უნდა აღდგეს. ამ ხალხთა შორის მეგობრობის უკან რუსული საგარეო დაზვერვა დგას.

მე პირდაპირ გეუბნებით, ეს არ არის შემთხვევითი. ეს იქნება რუსულ საგარეო დაზვერვასთან შეთანხმებული. იმიტომ, რომ ის კურირებს ხალხთა შორის მეგობრობის პროექტებს.

ეს არის სერგეი ნარიშკინის და ,,ქართული ოცნების“ საერთო პროექტი, რომ ეს ადამიანები ჩამოიყვანონ საქართველოში“, – განცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

ინფორმაციისთვის: მოძრაობა ,,სირცხვილია“ სოციალურ ქსელში ფოტო მასალასა და ინფორმაციას აქვეყნებს:

,,ურალის ცეკვის ეროვნული ანსამბლი”, რომელიც რუსეთში სამთავრობო დაფინანსებას იღებს და ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომს, თბილისშია.

ანსამბლი, რომელმაც, რამდენიმე დღის წინ, კრემლის გამართულ კონცერტზე იცეკვა, ხოლო იქამდე ჩატარებული კონცერტი “რუს მეომარს” მიუძღვნა, საქართველოში ვერ უნდა შემოდიოდეს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული