ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ზუსტად ესაა გარეწარი ოპოზიციის მიზანი! ხალხის გაღატაკება, ტურისტული სეზონის ჩაგდება და ოქტომბერში დამშეული, გამწარებული ადამიანების მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა!” – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინა მაისში ტურისტული სეზონის ჩავარდნას ოპოზიციას აბრალებს და კონკრეტულ მიზეზებს ასახელებს:

ახლა კარგად მომისმინეთ!

ვისაც სასტუმრო და რესტორნების ბიზნესი აქვს, ყველამ კარგად იცის, რომ მაისი ჩავარდა!

ერთი მიზეზი უამინდობაა, მეორე კი პოლიტიკური. მუდმივი დესტაბილიაციის მცდელობა კლავს ბიზნესს! ამ ბიზნესზე დამოკიდებულია ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქეების ბედი.

ზუსტად ესაა გარეწარი ოპოზიციის მიზანი! ხალხის გაღატაკება, ტურისტული სეზონის ჩაგდება და ოქტომბერში დამშეული, გამწარებული ადამიანების მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა!

გაიგეთ ეს!!!

ესაა გავრილიადა, ლავროვიადა, ლიაკობა და სხვა აგენტურული მზაკვრობა.

და ეს მაშინ, როცა როგორც არასდროს ახლოსაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლალი მოროშკინა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული