ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“დაჩიავებული “ოცნება” ვიღას დაკარგვია?! იფიქრე ქოცთან იძულებით მიკედლებულო, მოუხმე გამჭრიახობას და ინტუიციას” – ხათუნა ლაგაზიძე

რუსეთში, კერძოდ, ბელგოროდის ოლქში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება პოლიტიკის ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე და კონკრეტული დასკვნებთან ერთად შეთავაზებებს აკეთებს მმართველი პარტიის მხარდამჭერებისადმი:

მოკლედ, ბელგოროდში “რუსეთის განთავისუფლების არმიის” მიერ გამართული ჯერჯერობით ორდღიანი ომი პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, რუსეთის იმპერიის ხალხებისთვის არის ნიშანი იმისა, რომ პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ და საკუთარი თავისუფლებისთვის ბრძოლა არამცთუ მოსულა, არამედ სრულიად შესაძლებელი და რეალიატურია.

ჰოდა, რაც გუშინ ვნახეთ, ეს შესავალია, კინო აწი იწყება, უფრო სწორედ, მძაფრსიუჟეტიანი სერიალი. ამ სცენარს საქართველო კავკასიური ერთობით და უკრაინა-მოლდოვა-პოლონეთ-ბალტიის ქვეყნებთან საერთო სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკური სარტყელით გაძლიერებული უნდა შეხვდეს! და ამ სცენარში, დაჩიავებული “ოცნება” ვიღას დაკარგვია?!🤔 იფიქრე ქოცთან იძულებით მიკედლებულო, მოუხმე გამჭრიახობას და ინტუიციას😄“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ლაგაზიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული