ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ბათუმის ბულვარი საზღვაო სეზონისთვის ემზადება

თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ბულვარში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ბულვარში მიმდინარეობს საჯარო და კერძო ობიექტების რეაბილიტაცია-განახლება. რეაბილიტაცია უტარდება ბულვარის კოლონადებს, ეწყობა საბავშვო კუთხეები, მიმდინარეობს გამწვანებითი სამუშაოები.

ბათუმის ბულვარის კოლონადას სარესტავრაციო სამუშაოები უტარდება, რაც გულისხმობს მთლიანი კოლონადის ზედაპირის და დეკორატიული ელემენტების პირვანდელი სახით აღდგენას. სარეაბილიტაციო სამუშაოები იწარმოება კულტურული მემკვიდრეობის კანონის შესაბამისად რესტავრატორის ჩართულობით.

ბათუმის ბულვარს შშმ პირებისთვის კიდევ ერთი ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, ტივტივა ეტლებით აღჭურვილი ლოკაცია შეემატება.

ძველ ბულვარში არსებული საბავშვო კუთხის განახლება-რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, ბავშვთა გასართობი კუთხე გაფართოვდა და განახლდა ინფრასტრუქტურა.

ბათუმის ბულვარში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე და ბათუმის ბულვარის დირექტორი ლაშა მიქელაძე გაეცნენ.

ბათუმის ბულვარი საზღვაო სეზონისთვის ემზადება

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული