ორშაბათი, ივლისი 14, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ ვუერთდებით და ეს არაერთხელ...

“რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ ვუერთდებით და ეს არაერთხელ განვაცხადეთ” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან ბოლო დღეების განმავლობაში ყვარელში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განმარტა, რომ ნებისმიერი რუსი ეროვნების მქონე ადამიანს აქვს საქართველოში ჩამოსვლის უფლება, თუ „ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ“ კანონს არ არღვევს:

არ ვიცი ლავროვის სიძე იყო თუ სხვა ადამიანი. მნიშვნელოვანი არის დარღვეული ჰქონდათ თუ არა „ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ“ კანონი. თუ არ დაურღვევიათ აღნიშნული კანონი, მათ სრული უფლება ჰქონდათ საქართველოში ჩამოსვლის. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ ვუერთდებით და ეს არაერთხელ განვაცხადეთ. თუ გადავხედავთ ქვეყნის უახლეს ისტორიას, ბევრ შეცდომას ვნახავთ, რაც გვაქვს დაშვებული, რამაც მძიმე შედეგები მოუტანა საქართველოს. პრაგმატული პოლიტიკით უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ფარისევლობაა აღნიშნული მოვლენების ირგვლივ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებები და ქმედებები:

დიდი დაშორებაა ამ ადამიანების ინტერესებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს შორის. ეს ადამიანები ქვეყანას გარკვეული წლების განმავლობაში მართავდნენ. გვახსოვს მათი განცხადებები 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ღიად მოუწოდებდნენ რუსებს ჩამოსულიყვნენ, ემოგზაურათ, ბიზნესი ეკეთებინათ. გვახსოვს ოფიციალური წერილები – იწვევდნენ რუსებს საქართველოში ჩამოსასვლელად. ისინი არიან ფარისევლები და სპეკულაციას ეწევიან ნებისმიერი თემით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა მწარედ მახსენდება შედარება იმ და ამ ხელისუფლების” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასება-შედარებები, მინიშნებებით: "რა მწარედ მახსენდება შედარება იმ...

“დასაჭერი მტრები დაიჭირეთ და წკრუნი არ გავიგონოთ მათი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“შავი ასოებით უნდა შევიდეს დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში ყველა ის პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი, რომელიც “დანოსებით”...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ბიძინა ეტყობა დაიღალა ამ ყოველდღიური დანოსებით და კობახიძის ფრთას დაავალა მოტეხილი ფულის ამოღება!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართულ ოცნებაში" შექმნილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...