პარასკევი, აპრილი 19, 2024

“ცხადად გამოჩნდა თუ რა საშიში მტრის ხელშია ქვეყანა ჩავარდნილი და რაზე შეიძლება წავიდეს ჭორვილელი ბოროტება ძალაუფლება-მილიარდების შენარჩუნებისთვის” – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე საქართველოში სანქცირებული ხალხის, ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვის შვილის ვიზიტს და ყვარელში მომხდარ ფაქტს კონკრეტული შეფასებებით, სკანდალური ინფორმაციებით ეხმაურება:

მოკლედ, ახლა უკვე შეიძლება იმის გასაჯაროვება რაც გუშინ არ ითქმებოდა. უფრო სწორად, არ იქნებოდა ადექვატურად გაგებული.

მოგეხსენებათ სერგეი ლავროვი დე-ფაქტო მეორე პირია რუსეთში, აბა მაგათ პრემიერსა და საპარლამენტო ფიგურებს არც არავინ იცნობს. შესაბამისად, მისი ოჯახის წევრთა საქართველოში შემოსვლაზე უნდა ყოფილიყო ნებართვა მოსკოვიდან უმაღლეს დონეზე, ხოლო აქედან მხოლოდ ივანიშვილს შეიძლებოდა მიეცა გარანტია უსაფრთხოებაზე.

ოლიგარქმა სპეცსამსახურების მეშვეობით მოახდინა როგორც იტყვიან, ინფორმაციის გაჟონვა, იცოდა რა ხალხის თუ პოლიტიკური ძალების რეაქცია ლავროვსა და შესაბამისად მის ოჯახზე, რადგან სწორედ ეს პერსონაა საქართველოს დაშლის იდეოლოგიურ-დიპლომატიური მენეჯერი.

საკმარისი იყო რამე დაშავებოდათ ამ პერსონებს და მათთან ერთად მყოფ რუსეთის სპეცსამსახურის მინიმუმ ათეულობით მუშაკს ან ასეთი დაშავების ინსცენირება დაედგათ სადაზვერვო სტრუქტურებს, რაც კარგად ეხერხებათ, რომ დაიწყებოდა ქვეყნის სარაკეტო დაბომბვა და არ აგვცდებოდა მოსკოვის მორიგი ინტერვენცია. ყველაფერი რა თქმა უნდა დაბრალდებოდა ოპოზიციას და ამერიკულ აგენტურას. სწორედ ასეთ შემთხვევაში იქნებოდა ოლიგარქის უსაფრთხოება გარანტირებული დასავლური სანქცია – დასჯითი მექანიზმებიდან, საქართველო კი საბოლოოდ მოექცეოდა ისტორიული დამპყრობლის კლანჭებში.

ვფიქრობ სავალალოდ და ცხადად გამოჩნდა თუ რა საშიში მტრის ხელშია ქვეყანა ჩავარდნილი და რაზე შეიძლება წავიდეს ჭორვილელი ბოროტება ძალაუფლება-მილიარდების შენარჩუნებისთვის.

დარწმუნებული ვარ ამ ხალხის სტუმრობა პირველი არ იყო და ასევე ეჭვი არ მეპარება, რომ შეკვეთილში საქართველოს გასანადგურებელ გეგმებზე სასაუბროდ ოლიგარქს სტუმრობენ სპეცრეისებით იმ დონის კრემლის ლიდერები, რომლთა ვინაობა, რომც დაგისახელოთ, ძნელად დაიჯერებთ.

მოკლედ ამ ეტაპზე გადავრჩით. ქვეყანა რაც შეიძლება მალე უნდა გამოვტაცოთ მძევლობიდან ტერორისტებს. ისევ მაინტერესებს ვაშინგტონი და ბრიუსელი კიდევ რამდენი ხანი იფიქრებებ ოლიგარქისა და მისი რეჟიმის დაწყებული დასანქცირების საბოლოოდ დაგვირგვინებაზე“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე შალვა ნათელაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული