დღეს, 4-წლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა განხორციელდა, რასაც საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე განცხადებას აკეთებს და მოსახლეობას პერმანენტული პროტესტისკენ მოუწოდებს, სანამ რუსეთთან ფრენები არ შეწყდება:
,,უმძიმესი დღეა საქართველოში. ,,ქართული ოცნება” გადავიდა საქართველოს პირდაპირი რუსიფიკაციის გზაზე.
დიახ! რუსიფიკაციია გზაზე, როცა მათ საგარეო ვექტორი ღიად და დაუფარავად შეიცვალეს. ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტია რუსეთი და არა ევროკავშირი.
მთელი მსოფლიო ელოდება ქართველი ხალხის პასუხს აი ამ მავნებლობაზე, საძაგლობაზე, ღალატის ანატომიაზე, რასაც ახლა ,,ქართული ოცნება” სჩადის.
ამიტომ ყველანი ერთად უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე – დღეს, ხვალ და მუდმივად სანამ, როგორც რუსული კანონი არ გავატანინეთ ამ პარლამენტიდან, ასევე, არ შეწყდება ფრენები რუსეთის ფედერაციასთან”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


