შაბათი, აპრილი 20, 2024

თორნიკე რიჟვაძე – განახლებული “გმირთა ხეივანი”, ბათუმის სტადიონთან და მიმდებარე განვითარებასთან ერთად, ახალ სიცოცხლეს შესძენს ბათუმს და გახდება ქალაქის სავიზიტო ბარათი

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ბათუმში გმირთა ხეივანში მწვანე დერეფნის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

ბათუმში, გმირთა ხეივანში მიმდინარე სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა დაათვალიერეს.

პროექტი, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარეობს, ითვალისწინებს ,,გმირთა ხეივნის“ რეაბილიტაციას. ხეივანში უკვე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სავალი ნაწილის ბეჭდური ბეტონი, ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი ხიდის მიწისქვეშა ხიმინჯები და რეკრეაციული სივრცეები.

,,პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ბათუმში, გმირთა ხეივანში აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. განახლებული გმირთა ხეივანი, ბათუმის სტადიონთან და მიმდებარე განვითარებასთან ერთად, ახალ სიცოცხლეს შესძენს ბათუმს და გახდება ქალაქის სავიზიტო ბარათი” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამჟამად, მიმდინარეობს ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი ხიდების მშენებლობა, მთლიანი მწვანე დერეფნის საყვავილეებში მოქცევა, გამწვანების ზოლის, საფეხმავლო ბილიკის, სარწყავი სისტემის, განათების, სკამების და ხიდის ქვეშ კომერციული სივრცეების მოწყობის სამუშაოები.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, ხეივანში მშენებარე სახიდე საფეხმავლო და ველო გადასასვლელი, საფეხმავლო პანდუსთან ერთად, უზრუნველყოფს უსაფრთხო კავშირს სამნაწილიანი ბულვარის მონაკვეთებს შორის.

პროექტით, ასევე, დაგეგმილია „გმირთა ხეივანში“ არსებულ მემორიალის რეაბილიტაცია.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული