პარასკევი, აპრილი 19, 2024

“სააკაშვილი არის დამნაშავე და იხდის სასჯელს” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტულ საქმეებზე მიუძღვის ბრალი, რის გამოც იხდის სასჯელს.

როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ პიარ სვლები ბუნდოვანია, ნათელი კი არის ის შიდა დაპირისპირებები, რაც აღნიშნულ პარტიაში იკვეთება:

მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა. ის სასჯელს იხდის არა საპატიმროში, არამედ კლინიკაში. არ ვიცი „ნაციონალურ მოძრაობას“ რა პიარ სვლები აქვს ჩაფიქრებული. თავად იღებენ გადაწყვეტილებას, რა ფორმით უნდა მოემზადონ არჩევნებისთვის.

ერთი რამ ცხადია, ბოლო წლების განმავლობაში იკვეთება შიდა დაპირისპირება. ეს აშკარაა, ვხედავთ ტელევიზიებში ერთმანეთის მიმართ რა განცხადებებს აკეთებენ.

სააკაშვილს რაც შეეხება, ის არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებზე და იხდის სასჯელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული