spot_img
მთავარისაქართველოს პარლამენტიპარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 ახალი წევრი ...

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 ახალი წევრი აირჩია

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრის შედეგად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ტრისტან ბენაშვილი 93 ხმით, გიორგი გზობავა 91 ხმით, ზურაბ გურასპაშვილი 93 ხმით აირჩიეს.

პარლამენტის შესაბამისი დადგენილებების პროექტები და კანდიდატების ბიოგრაფიული ცნობები დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააცნო.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 5 წევრის ასარჩევად, გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებში, წარმოდგენილი იყვნენ კონკრეტული კანდიდატები. მათ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოუსმინა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდა შესაძლებლობა დაგვესვა შეკითხვები და მიგვეღო პასუხები კონკრეტული კანდიდატის მიერ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პლენარულ სხდომაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევისთვის 29 კანდიდატს, სათითაოდ ეყარა კენჭი, რომელთაგან საბოლოოდ 3 კანდიდატი შეირჩა.

დარჩენილ 2 ვაკანტურ ადგილზე კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებით მეორე ტური გაიმართება.

კენჭისყრის შედეგად, რუსუდან კვინიკაძემ 89, გოგა კიკილაშვილმა 89, ლევან ნემსაძემ 88 და ნინო ნიშნიანიძემ 87 ხმა მიიღო. პარლამენტი კენჭისყრის საფუძველზე სწორედ ამ კანდიდატებიდან შეარჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დანარჩენ 2 წევრს.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...