ორშაბათი, აპრილი 21, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიაჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის N16 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე,...

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის N16 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საჯარო სკოლის საძირკველში კაფსულის ჩადების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ძველი სკოლის დემონტაჟისა და მის ადგილზე ახალი სკოლის მშენებლობის გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ მოსწავლეების უსაფრთხოებისა და შენობის ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პრიორიტეტად რჩება ახალგაზრდების მხარდაჭერა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება.

ბათუმში საფუძველი ჩაეყარა 1000 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სკოლის მშენებლობას. განხორციელდა არსებული N16 ავარიული სკოლის დემონტაჟი და ძალიან სწრაფად დაიწყო სამშენებლო სამუშაოები. სამწუხარო ფაქტია, რომ ბათუმში წლების განმავლობაში არ შენდებოდა სკოლები. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოკლე დროში შევძლოთ მემკვიდრეობით დატოვებული ამ დიდი გამოწვევის დაძლევა”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

პროექტის მიხედვით აშენდება თანამედროვე სტანდარტების, 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა. განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, 300 მაყურებელზე გათვლილი სააქტო დარბაზი, ღია და დახურული სპორტული მოედნები. შენობა იქნება სრულად ადაპტირებული.

სკოლის მშენებლობის დაწყების ცერემონიალში მონაწილეობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, ბათუმის მერიისა და საკრებულოს წევრებმა, მე-16 სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მიიღეს.

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, 2023 წელს აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 80 სკოლას და 25 000 მოსწავლისთვის გაუმჯობესდება სასწავლო გარემო.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ნანა ტოხვაძე: “ალბათ, მალე, რუსულ სახელმძღვანელოებსაც შემოგაშველებენ “სწრაფი ინტეგრაციის” მიზნებიდან გამომდინარე!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე პოლიტიკურ შეფასებას...

“ეს ბრძოლა მხოლოდ დოიაშვილის კი არა, ჩვენი ყველას ბრძოლაა ვინც არ აპირებს შეეგუოს უსამართლობას”...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება,...

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

“რა უჯიშო სახეობაა ეს ქოცი, მართლა! ორი საათია ვერ არკვევენ, მშვიდობიანობის დროს ვისი ბრძანებით...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...