spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აიღოს და სულ...

“სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აიღოს და სულ თავში უნდა გირტყათ იმ ადამიანებს, ვინც ის წააქეზა და ასეთ დღეში ჩააგდო” – ალუდა ღუდუშაური

სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ქვეყნის დაზიანებას, სპეკულაციებს თავი დაანებეთ და კაცობა დაიწყეთო, მაგრამ ჩვენ შორს ვართ იმ ილუზიისგან, რომ თქვენ რაიმე სახით სწორ გზას დაადგეთ ან ქვეყნის დაზიანებას ან პოლიტიკურ პარაზიტობას თავს დაანებებთ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების შეფასებისას.

სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ დიახ, საქართველოს მართლმსაჯულება მოწოდების სიმაღლეზეა, საქართველოს ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა და მთავარი და მნიშვნელოვანი – ჩვენ ვიცავთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ისე როგორც ეს წამყვან ევროპულ ქვეყნებშია.

მინდა გითხრათ, რომ სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებით ბოდიში მოუხადოთ ჩვენს ქვეყანას, საკუთარ ხალხს ბოდიში მოუხადოთ იმ კამპანიისთვის, როდესაც თქვენ ტალახს ესროდით და აზიანებდით ქვეყანას.

დიახ, თქვენ ის ხალხი ხართ და ეს იმ მსჯელობის გაგრძელებაა, როდესაც ქალბატონი სამადაშვილი ღია ეთერში ამბობდა, რომ თქვენი სურვილია საკუთარ ქვეყანას და ხალხს სანქციები დაუწესდეს, ეს იმის გაგრძელებაა საქართველოში თითქოს სააკაშვილი ვიღაცამ მოწამლა და მას ვიღაც კლავს. მინდა გითხრათ, რომ როდესაც პატიმრობა გათანაბრებული იყო სიკვდილთან და პატიმრობა ავტომატურად უდრიდა სიკვდილს, ეს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების დროს ჩავაბარეთ წარსულს.

ამიტომ ნუ გერევათ რა დროში და რა სიტუაციაში ხართ. ამავდროულად, მინდა გითხრათ, რომ სააკაშვილმა ამ გადაწყვეტილების შემდეგ თუ რაიმე უნდა გააკეთოს, ეს გადაწყვეტილება უნდა აიღოს და იმ ადამიანებს ვინც ის წააქეზა და ასეთ დღეში ჩააგდო, სულ თავში უნდა გირტყათ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების შენარჩუნების 80%-იანი შეფასების მოთხოვნა სავსებით კანონზომიერია” – არჩილ გამზარდია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების საკითხს, კონკრეტული განმარტებებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება,...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...