spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგივი მიქანაძე: "რადიკალურმა ოპოზიციამ სრული კრახი განიცადა"

გივი მიქანაძე: “რადიკალურმა ოპოზიციამ სრული კრახი განიცადა”

მართალია ოპოზიცია ცდილობს დააკნინოს უმრავლესობის საპარლამენტო საქმიანობა, მაგრამ საზოგადოება ხედავს და გრძნობს იმ ხელშესახებ შედეგებს, რაც პარლამენტის საქმიანობიდან გამომდინარეა. შემდეგ არ უნდა გაგიკვირდეთ ის შედეგები, რაც გასულ კვირას „გორბის“ სოციოლოგიური კვლევით გამოვლინდა“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, კვლევის ძირითადი მონაცემებით: ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მეტად რესპოდენტები საქართველოს მთავრობას ენდობიან (62%-იანი მხარდაჭერა); არასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა გაიზარდა და 53% შეადგინა, რესპოდენტთა 82% სრულად იზიარებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, არ მოხდეს საქართველოს ჩართვა ომში.

ყველა ეს მონაცემი მიუთითებს ერთ მთავარზე, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ განიცადა სრული კრახი. მიზეზი ამისი თვალსაჩინოა: რადიკალური ოპოზიცია დაუპირისპირდა ქვეყანას, საკუთარ ხალხს, რამეთუ ითხოვს სანქციებს საკუთარი ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„გორბის“ კვლევამ და ორიოდე კვირის წინ ჩატარებულმა შუალედურმა არჩევნებმა ცალსახად წარმოაჩინა თუ რა სურს ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს და ვის უცხადებს ნდობას.

დიახ, ის მხარდაჭერა რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხრიდან, შედეგია ეროვნულ ინტერესებზე, ჩვენს სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე, თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებული პრაგმატული პოლიტიკისა, რომლის მიზანიც ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფა და ღირსებით ევროპული ოჯახში ინტეგრაცია წარმოადგენს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს რუსეთზე და რუსეთის აგენტებზე დიდი მტერი არ ჰყავს” –...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

“რეგიონებში გასვლები იწყება 1 აგვისტოდან. მოკლედ, თქვენი იმედი გვაქვს და მიხარია რომ აქტიურობთ” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ...

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...