spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინიკოლოზ სამხარაძე: "ყველას მიმართ ჩემი მოწოდებაა, რომ ეს...

ნიკოლოზ სამხარაძე: “ყველას მიმართ ჩემი მოწოდებაა, რომ ეს რამდენიმე თვე მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა ევროკავშირის წევრობის გზაზე დიდი ნაბიჯი გადავდგათ”

„ეს ერთგვარი ნაწილია იმ დიდი გეგმის, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვცდილობთ მოვიცვათ ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს დედაქალაქი და ვესაუბროთ მათ იმ პროგრესსა და გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს აქვს“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების შეჯამებისას, რომლებიც წინა კვირას, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მალტასა და იტალიაში გაიმართა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის პოზიტიური და მეგობრული გარემო, რომელიც ჩვენ რომში დაგვხვდა. ასევე ძალიან ყურადსაღები იყო ის განცხადება, რომელიც ჩვენ იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარისგან მოვისმინეთ, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის დღემდე გაუგებარია თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. მან განსაკუთრებით გამოყო ის როლი, რომელიც ევროპის უსაფრთხოებისთვის საქართველოს აქვს და მომავალშიც შეიძლება ჰქონდეს.

საპარლამენტო დელეგაციამ ორივე ქვეყნის დედაქალაქში უმაღლესი თანამდებობის პირებისგან პრაქტიკულად გარანტიები მივიღეთ, რომ როგორც იტალია ასევე მალტა დეკემბერში მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ასევე ნებისმიერ იმ სხვა ნაბიჯსაც, რომელიც ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებას დაეხმარება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით ევროპაში განწყობა შეცვლილია და ეს ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებული ვიზიტებისას წარმოჩნდა.

ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, სრულიად საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ მიზნის მისაღწევად.

სამწუხაროდ, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან ჩვენ ჯერ კიდევ გვესმის, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკური პარტიები და ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს პროგრესი და ის იმიჯი, რომელიც მას აქვს, დააზიანონ.

ამიტომ დარჩენილია რამდენიმე თვე და ჩვენ ევროპულ დედაქალაქებში გავაგრძელებთ საპარლამენტო ვიზიტებს და ყველას მიმართ ჩემი მოწოდება იქნება, რომ ეს რამდენიმე თვე მაქსიმალურად გამოვიყენოთ რათა ევროკავშირის წევრობის გზაზე დიდი ნაბიჯი გადავდგათ“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

“რატომ არ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული მოდელი საქართველოში?” – ანა კობახიძე

საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების არსებული წესის მიმართ კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს...

“სპორტდარბაზში უცნობი ადამიანების ორი ტიპი არსებობს…” – ფადი ასლი

ბიზნესმენ ფადი ასლის კონკრეტული დაკვირვების შედეგი: "სპორტდარბაზში უცნობი ადამიანების ორი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...