ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კრიტიკულ შეფასებებს აკეთებს რუსეთთან უვიზო მიმოსვლის დაწესებისა და ავიარეისების აღდგენის გამო საზოგადოებაში გაჩენილ ნეგატიურ დამოკიდებულებებთან დაკავშირებით:
“მომრავლდნენ, ამ დღეებში, რუსეთთან უვიზო მიმოსვლის და ფრენების გამო აქ წყლის ამღვრევის და მღვრიე წყალში თევზის დაჭერის მსურველები, იაფი და იოლი პოპულარობა რომ უნდათ.
ხალხს აქეზებენ აქციაზე გამოსასვლელად ფსევდოპატრიოტული ლოზუნგებით.
ჯერ ერთი მათ არავინ ეკითხება საქართველოს მოქალაქეები როგორ მიიღებენ და გამოიყენებენ უვიზო რეჟიმს და პირდაპირ ფრენებს. რამდენი მიტინგიც არ უნდა გამართონ, ხალხი მაინც ისე მოიქცევა როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ.
თუმცა, მაინც არ ისვენებენ იმის იმედით, რომ იქნებ ეხლა მაინც გამოგვივიდესო სიტუაციის აყირავება. ისე თუ დააკვირდით, როგორ აქტიურად ჩაება ამ ფერხულში ერთი დიდი ქვეყნის ელჩი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

