spot_img
მთავარიანალიტიკა"უკვე მერამდენედ უხეთქავს გულს ჩვენი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი...

“უკვე მერამდენედ უხეთქავს გულს ჩვენი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ოპონენტებს, თავისი სიმართლითა და პირდაპირობით” – ლევან ნიკოლეიშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებაში თავის პოზიციას აფიქსირებს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:

ეს უკვე მერამდენედ უხეთქავს გულს ჩვენი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ოპონენტებს, თავისი სიმართლითა და პირდაპირობით. თან ამ სიმართლეს ყოველთვის ახლავს ფაქტები:

ფაქტია, რომ ევროკავშირს, აშშ-სა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს რამდენიმე მილიარდი ევროთი და დოლარით გაიზარდა. ასევე ფაქტია, რომ ევროკავშირისა და აშშ-ს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 110-ჯერ აღემატება საქართველოს სავაჭრო ბრუნვას რუსეთთან! ამ დროს ქართველი თუ უცხოელი ოპონენტები რას ითხოვენ უნდა გავჩერდეთ, თვით დაზარალების რეჟიმში უნდა გადავიდეთ, ხოლო დანარჩენებმა ვისაც უნდა რა აკეთონ, ოღონდ არ მოშივდეთ და არ შესცივდეთ (რამე ხომ არ გამომრჩა ნავთობპროდუქტები კვლავ შედის ხომ რუსეთიდან ევროპაში?).

რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, ნუ გვავიწყდება საქმე ეხება 1 მილიონ საქართველოს მოქალაქეს. ხოლო ფრენების აღდგენას რუსეთ საქართველოს შორის, თუ არა სანქცირებული ავია კომპანიები იფრენენ, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ დავასანქციროთ?

დიდი დაკვირვება არ ჭირდება იმის მიხვედრას, რომ ყველაზე უფრო, რაზეც ნერვები ეშლებათ და აღიზიანებთ, არის ის, რომ არცერთ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმას არ ვარღვევთ, ყველა საერთაშორისო ფორუმისა თუ სამშვიდობო ინიციატივის მონაწილეები ვართ (ერაყსა და ავღანეთში პირველები თუ არა მეორეები ვიყავით!)! ევროატლანტიკური ინტეგრაცია კი საერთოდ კონსტიტუციაში ჩავწერეთ. უბრალოდ ძალიან საეჭვოდ არ მოსწონთ ის, რომ დღიდან დამოუკიდებლობის აღდგენისა, ყველაზე უფრო მეტად დღევანდელი ხელისუფლება იბრძვის სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოუწევს კობახიძეს ისევ თემურ ლენგის მარშრუტებზე დაბრუნება” – შოთა უტიაშვილი

"ქართული ოცნების" მოკავშირე უნგრეთის ლიდერის, ვიქტორ ორბანის პარტიის მარცხს,...

“როგორი სხვანაირი იქნებოდა სამყარო, იმის მილიგრამი რომ გვწამდეს და გვჯეროდეს ქრისტე, რამდენიც ვწამვართ და...

იესო ქრისტე, ხალხი და რწმენა ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას შეფასებებში: "პილატე...

“ოპოზიცია! ემზადეთ შემოდგომაზე ჩანიშნული არჩევნებისთვის…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს მმართველი გუნდის მიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...