კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიბათუმში ევროპის სოფლის ტურიზმის ასამბლეა და საერთაშორისო კონფერენცია...

ბათუმში ევროპის სოფლის ტურიზმის ასამბლეა და საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

ბათუმი ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალურ ასამბლეასა და სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიებაზე, რომელსაც 10-მდე ევროპული ქვეყნის ტურიზმის ექსპერტი ესწრება, სოფლის ტურიზმის მიმართულებით ევროპული ქვეყნებისა და საქართველოს გამოცდილებაზე საუბრობენ. სოფლის ტურიზმის მდგრადი განვითარება, შესაძლებლობები და გამოწვევები, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ტურისტული პროდუქტი, წარმატებული ისტორიები სოფლად, სათავგადასავლო ტურიზმი და ციფრული ტექნოლოგიები – ეს იმ ძირითადი თემების ჩამონათვალია, რომელზეც ქართველი და უცხოელი დელეგატები პრეზენტაციებსა და მოხსენებებს წარმოადგენენ.

ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალური ასამბლეა ბათუმში წელს პირველად ტარდება, სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას კი აჭარა მეოთხედ მასპინძლობს. კონფერენციაში მონაწილეობას ტურიზმის სფეროს ექსპერტები და წარმომადგენლები ნორვეგიიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, ფინეთიდან, ლიეტუვადან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, ესპანეთიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ღებულობენ. ჯამში, ევროპის გენერალურ ასამბლეასა და კონფერენციას საოჯახო სასტუმრო სახლების, ტურისტული სააგენტოების, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების 150-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.

ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...