შაბათი, აპრილი 27, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 12-15 მაისის პერიოდისთვის

11 მაისის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 12 მაისიდან 4 დღის განმავლობაში.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის მეტ-ნაკლებად სტაბილური კურსი იყო შენარჩუნებული, თუმცა ბოლო ვაჭრობებზე დაფიქსირდა გაუფასურების ტენდენცია პრაქტიკულად ყველა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში.

დოლართან მიმართებაში, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა ლარის გამყარების პროცესი, მაგრამ გასული კვირის პირველ 2 ვაჭრობაზე მოხდა საგრძნობი გაუფასურება და განისაზღვრა კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:

9 მაისი – 2.4830;
11 მაისი – 2.5294.

ეროვნული ვალუტა, ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, თან საგრძნობლად – 0.0164 ლარით და 1 აშშ დოლარი 12 მაისიდან 4 დღის განმავლობაში ეღირება 2.5458 ლარი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ლარის გაუფასურება მოხდა ევროსთან მიმართებაში. კერძოდ, გასული კვირის პირველი 2 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირდა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

9 მაისი – 2.7430;
11 მაისი – 2.7707.

ეროვნული ვალუტა, ევროსთან მიმართებაშიც, ბოლო ვაჭრობაზეც საგრძნობლად გაუფასურდა, 0.0098 ლარით და შემდგომი 4 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.7805 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა და დაფიქსირდა კონკრეტული სხვაობა წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.1998 ლარი (გაუფასურდა 0.0085 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.1301 ლარი (გაუფასურდა 0.0006 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.6893 (გაუფასურდა 0.0044 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.4975 ლარი (გაუფასურდა 0.0096 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.5931 ლარი (გაუფასურდა 0.0448 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.8470 ლარი (გაუფასურდა 0.0082 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.6694 ლარი (გაუფასურდა 0.0167 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.1013 ლარი (გაუფასურდა 0.0165 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 6.9830 ლარი (გაუფასურდა 0.0971 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.8908 ლარი (გაუფასურდა 0.0197 ლარით)

აპრილში ლარის სტაბილური კურსი, რუსულ რუბლთან მიმართებაში, მაისში გაუფასურებისკენ წავიდა და გაუფასურება ბოლო ვაჭრობებზეც გაგრძელდა. კერძოდ, გასული კვირის პირველი 2 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

9 მაისი – 3.2257;
11 მაისი – 3.3211.

ხოლო 11 მაისის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა, 0.0217 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად,12 მაისიდან შემდგომი 4 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.3428 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული