ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“ქართულ ოცნებას” აქვს განცდა, რომ მხოლოდ არჩევნების სრული გაყალბებით შეიძლება შეინარჩუნონ ხელისუფლება – სალომე სამადაშვილი

მმართველი პარტიის მიერ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს აღარ შეეძლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენა და ეს პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა გახდება. აღნიშნულთან დაკავშირებით კრიტიკულ შეფასებას აკეთებს პარლამენტის წევრი, პარტია ,,ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი:

,,პრეზიდენტის ინსტიტუტის, მორიგ ჯერზე, დაკნინების მიზნით და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟის დღის წესრიგით, ,,ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ დაიწყოს საარჩევნო ადმინისტრაციის სრული უზურპაციის პროცესი. ფაქტიურად, მოემზადოს არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის.

რატომ სჭირდება ეს ,,ქართულ ოცნებას“? – ,,ქართულ ოცნებას“ ეს სჭირდება იმიტომ, რომ ყველა გამოკითხვა ადასტურებს იმას, რომ მმართველი პარტია შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს წააგებს. ახლა, მათ აქვთ განცდა, რომ მხოლოდ არჩევნების სრული გაყალბებით შეიძლება შეინარჩუნონ ხელისუფლება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული