spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც ზოგიერთ ქვეყნებში მიმდინარეობს მისაღებია?!...

“ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც ზოგიერთ ქვეყნებში მიმდინარეობს მისაღებია?! იგივე სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით…” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში (CPAC) იღებდა მონაწილეობას, სადაც სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა ოჯახური ღირებულებებზე, უმცირესობებისა და უმრავლესობის უფლებები. ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში განმარტავს, რომ დღეს, ქვეყანაში ყველა ადამიანის თავისუფალი ნება დაცულია კონსტიტუციით:

,,მინდა გითხრათ, მე არასოდეს არ მითქვამს, რომ მხოლოდ უმრავლესობის პრემიერ-მინისტრი ვარ. მე ვარ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი! მე ვთქვი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არც უმცირესობაზე ძალადობას, ასევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას და მათ აგრესიულ პროპაგანდას ჩვენი მოსახლეობის, ხალხის უმრავლესობაზე.

ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანი არის თუ არა თანასწორი? [ჟურნალისტის შეკითხვა]

რა თქმა უნდა, ეს უფლებები არის გარანტირებული კონსტიტუციით. უფრო მეტიც, ჩვენ ეს ყველაფერი კანონით გავამყარეთ და ამ ქვეყანაში არცერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ ხდება.

მე ვთქვი მთავარი – ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა, ეს არის დაახლოებით 90%, იმ კონსერვატიულ შეხედულებებს, ოჯახურ ფასეულობებს, ღირებულებებს იზიარებს, რომლითაც ჩვენ, ყველანი, დღემდე მოვედით. ეს არის ქრისტიანული ფასეულობები! ეს არის ეროვნული, პატრიოტული, ოჯახური ღირებულებები! მე ამაზე მაქვს საუბარი.

მე გისვამთ კითხვას – ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც ზოგიერთ ქვეყნებში მიმდინარეობს თქვენთვის მისაღებია?! იგივე სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით…

ეს არის პროპაგანდა, რომელიც არის მომწამვლელი, ბავშვებში, ბაღებში, სკოლებში… უნივერსიტეტებში – აღარ ვსაუბრობ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რატომ არ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული მოდელი საქართველოში?” – ანა კობახიძე

საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების არსებული წესის მიმართ კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს...

“ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე” – ლევან ბეჟაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ლევან ბეჟაშვილი პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის,...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...