საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი მწვავე განცხადებას აკეთებს ,,ქართული ოცნების“ ნაბიჯებზე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის ქმედებები დამაზიანებელია ქვეყნის ინტერესებისთვის, ხოლო სოციალისტების ფრაქციაში ყოფნას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდა:
,,ქართული ოცნება“ ამ პოლიტიკურ ოჯახში ყოფნას იყენებდა არა ქვეყნის ინტერესების წინ წასაწევად, არამედ საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის.
სოციალისტები ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის – ის გამორჩეული ლიდერები, რომლებიც ,,ქართული ოცნების“ კრიტიკას მუდმივად ერიდებოდნენ, ბოლო წლების განმავლობაში ძალიან იმედგაცურებულები იყვნენ ამ პარტიის პოზიციონირებით. ამ ბოლო თვეების და წლების განმავლობაში, მათი პოზიციები ქართველ ხალხთან მიმართებაში უცვლელია, მაგრამ ,,ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში რადიკალურად შეიცვალა.
,,ქართული ოცნება“ არის სერიოზული პრობლემა!“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე