spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებივახო სანაია: "ქართული ოცნების" ნაბიჯები და ბოდვები ემსახურება...

ვახო სანაია: “ქართული ოცნების” ნაბიჯები და ბოდვები ემსახურება ერთადერთ რამეს – საქართველო გახდეს რუსეთის ვასალი, ქართველის ბატონი იყოს რუსი

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და გადაცემების წამყვანი ვახო სანაია, “ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს:

ყველაფერი მარტივადაა.

,,ქართული ოცნების” ნაბიჯები და ბოდვები ემსახურება ერთადერთ რამეს – საქართველო გახდეს რუსეთის ვასალი, ქართველის ბატონი იყოს რუსი.

ეს არის და ეს.

კიდევ ათას რუსულ კანონს დაწერენ, მილიონ სლოგანს მოიფიქრებენ და სულ უფრო უტიფარ პროპაგანდას აწარმობენ. სულ უნდა გვახსოვდეს – საქართველოს ხელისუფლება რუსული მარიონეტული რეჟიმია, რომელიც არასდროს აკეთებს ქართულ საქმეს. ეს უკვე ოფიციალურადაა დადასტურებული.

მესმის, რთულია, როცა ასეთ აღვირახსნილ პროპაგანდას ისმენ, ასეთ უტიფარ ტყუილებს, მაგრამ რუსებისგან სხვას არაფერს უნდა ველოდოთ.

საქართველო არასდროს გახდება რუსეთი – თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ ამის საშუალებას. ამიტომ ყველაფერი ჩვენს ხელშია. მარტის ამბებმა ეს დაამტკიცა.

და კიდევ ერთი – რუსეთს უარს ეუბნება ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა. 89 პროცენტია ევროკავშირის მხარდაჭერა, მაგრამ რუსეთის სიძულვილი კიდევ უფრო დიდია. ვისაც რუსეთი უნდა, ეს არის მთავრობა და მისი ვიწრო წრე, სულ რამდენიმე პროცენტი.

რა ხრიკებსაც არ უნდა მიმართონ, საბოლოოდ მაინც რუსეთის თემას შეასკდებიან და დაიმსხვრევიან კიდეც, რადგან მათი დავალება საქართველოს რუსეთის ვასალად ქცევაა.
ასე რომ, მთავარია, სიცრუეს, პროპაგანდას, მანიპულაციას არ წამოვეგოთ, აბსურდულ პროპაგანდისტულ განხილვებში არ შევიდეთ (რა გვაქვს რუსთან სასაუბრო?!) და თავი არ მოვატყუებინოთ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახო სანაია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

“ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა საქართველოში “ხელისუფალი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...