პარასკევი, მარტი 14, 2025
16.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა2023 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო...

2023 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 192 ფაქტი გამოვლინდა – არემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაცია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს, იმასთან დაკავშირებით რომ უწყების თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 192 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 148 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 44 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი – 53 ფაქტი გამოვლენილია კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. ქვემო ქართლში დაფიქსირდა 30 სამართალდარღვევა, იმერეთში – 22, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 22, აჭარაში – 15, სამცხე-ჯავახეთში – 13, მცხეთა-მთიანეთში – 12, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 12, გურიაში – 11, შიდა ქართლში კი, 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 169 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 39 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 5 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემი პრეზიდენტობის შედეგად საქართველოში ქვეყნის ბიუჯეტი გაიზარდა 11-ჯერ (პენსიები 10-ჯერ) ეკონომიკა გაიზარდა ოთხჯერ” –...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება სასამართლოში ე.წ. ,,პიჯაკების...

“დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, გათავისუფლდებიან ქვეყანასთან ერთად” –...

“ე.წ. მთავრობა საქართველოში ემსახურება პუტინის ინტერესებს,ამიტომ მისი ერთ-ერთი მთავარი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...